ფეხბურთი

21:49 | 19.02.2017 | ნანახია [] - ჯერ

გორის "დილამ" "დნიპროსთან" წააგო

გორის "დილამ" ამხანაგური მატჩი გამართა თურქეთში და უკრაინულ "დნიპროსთან" 1:3 წააგო. ოთხივე გოლი პირველ ტაიმში გავიდა. გორელთაგან ბურთი გაიტანა ბრაზილიელმა ლეანდრინიომ.

შეგახსენებთ, ამ შეხვედრამდე, თურქეთში გორელებმა მოლდოვურ "მილსამისა" და "როსტოვი-2"-ს ერთნაირი ანგარიშით, 1:0 სძლიეს.

თავის მხრივ, "დნიპრომ" ამ ზამთარს უკვე მესამე ქართულ გუნდთან ითამაშა და წინა ორ შემთხვევაში დამარცხდა. თბილისის "დინამომ" 4:2 მოუგო უკრაინულ გუნდს, ხოლო "ლოკომოტივმა" 2:1 სძლია.

"დნიპრო"-"დილა" 3:1 (3:1)

დილა: მუჯრიშვილი, აბუბაქარი, ეტუ, ფოფხაძე, ქარქუზაშვილი, პაპავა, კირკიტაძე, ნონიკაშვილი, ლეონარდო, დერეტი, ლეანდრინიო

შეცვლაზე შევიდნენ: ხაინდრავა, გაგოშიძე, წიქარიძე, კვახაძე, პაპუაშვილი, კალანდარიშვილი, ელიაური, ჭეჭელაშვილი, მათიაშვილი, სართანია, კაპანაძე, მაჩაიძე

გოლები: 1:0 დოვბიკი (10), 1:1 ლეანდრინიო (18), 2:1 დოვბიკი (26), 3:1 დოვბიკი (34)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113529