ფეხბურთი

17:39 | 19.02.2017 | ნანახია [] - ჯერ

"გურიამ" თორნიკე თუხარელი დაიმატა

ლანჩხუთის "გურიამ" 25 წლის თორნიკე თუხარელი დაიმატა. თუხარელი შემტევი ნახევრმცველია და ეროვნულ ჩემპიონატებში ცნობადი სახეა: სადაც უთამაშია, ყველგან ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშე გახლდათ.

"გურიაში" გადმოსვლამდე იგი თურქეთის "გერედესფორის" ღირსებას იცავდა. მანამდე კი თუხარელს "გაგრაში", "ცხინვალში", "შუქურაში", "ზუგდიდსა" და ფოთის "კოლხეთში" უთამაშია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112602