ფეხბურთი

15:56 | 18.02.2017 | ნანახია [] - ჯერ

ჭანტურიშვილი "ოლექსანდრიაში" კონტრაქტს გააფორმებს

ვახტანგ ჭანტურიშვილი უკრაინის "ოლექსანდრიაში" ითამაშებს. ქართველი ნახევარმცველი უცხოურ შეკრებაზე გასინჯვაზე იყო გუნდთან ერთად. მწვრთნელმა ვლადიმირ შარანმაც გადაწყვიტა, რომ ჭანტურიშვილი "ოლექსანდრიაში" დარჩება.

23 წლის ჭანტურიშვილს აქამდე მხოლოდ ქართულ გუნდებში უთამაშია: "ზესტაფონსა" და თბილისის "დინამოში". ორივე გუნდში გახდა საქართველოს ჩემპიონი, ასევე, ორჯერ მოიგო ქვეყნის თასი და სამჯერაც - სუპერთასი.

"ოლექსანდრია" უკრაინის ჩემპიონატში მეოთხე ადგილზეა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114525