თამაშგარე

13:00 | 18.02.2017 | ნანახია [] - ჯერ

კრიშტიანუ რონალდუ და ანჯელინა ჯოლი თურქულ სერიალში

მადრიდის “რეალის” ფეხბურთელი კრიშტიანუ რონალდუ და ჰოლივუდის მსახიობი ანჯელინა ჯოლი შესაძლოა, თურქულ სერიალში გადაიღონ. აღნიშნულ ინფორმაციას გამოცემა Daily Sabah ავრცელებს.

წყაროს ცნობით, სერიალი სახელწოდებით “ცხოვრების ხიდი” სამსეზონიანი იქნება და მასში გარკვეულ როლებს რონალდუ და ჯოლიც შეასრულებენ. გადაღებები მარტში, თურქეთის ქალაქ გაზიანთეფში დაიწყება.

სერიალი სირიელ ოჯახზე იქნება, რომელიც სამშობლოდან იძულებით წამოსვლის შემდეგ თურქეთში თავშესაფარს ითხოვს.

0.120673