ფეხბურთი

22:35 | 17.02.2017 | ნანახია [] - ჯერ

“რეალს” ბეილი დაუბრუნდა

მადრიდის “რეალის” ერთ-ერთმა ლიდერმა გარეტ ბეილიმ მძიმე ტრავმა მოიშუშა და “ესპანიოლთან” გასამართი შეხვედრის განაცხადში მოხვდა.

უელსელი მოთამაშე ნოემბრის მიწურულს დაშავდა და მას შემდგომ მკურნალობდა. მიუხედავად ამისა, მადრიდელები მოახლოებულ მატჩს მაინც დანაკლისით ხვდებიან – კეილორ ნავასი, სერხიო რამოსი, დანილო, ფაბიო კოენტრაო, ლუკა მოდრიჩი და ქარიმ ბენზემა თამაშს ვერ შეძლებენ.

შეგახსენებთ, რომ “რეალის” და “ესპანიოლის” გასამართი დაპირისპირება შაბათს “სანტიაგო ბერნაბეუზე” საქართველოს დროით 19 საათსა და 15 წუთზე დაიწყება.

0.109519