სარეკლამო ადგილი - 3
227 x 91
ფეხბურთი

22:15 | 17.02.2017 | ნანახია 1107 - ჯერ

"ბარსელონამ" სპორტის საარბიტრაჟო სასამართლოს მიმართა

კატალონიის "ბარსელონამ" სპორტის საარბიტრაჟო სასამართლოში ლუის სუარესის დისკვალიფიკაცია გაასაჩივრა. ურუგვაელმა ფეხბურთელმა მადრიდის "ატლეტიკოსთან" ესპანეთის თასის ნახევარფინალის განმეორებით მატჩში ორი ყვითელი ბარათი მიიღო და მოედანი დატოვა.

"ბლაუგრანამ" ურუგვაელის წითელი ბარათი გაასაჩივრა, თუმცა ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტმა სასჯელი გააორმაგა. ესპანური გრანდი მიიჩნევს, რომ სუარესმა მეტოქის წინააღმდეგ განზრახ არ იუხეშა და ასეთი სასჯელი არ ეკუთვნოდა.

ამჟამინდელი გადაწყვეტილებით ლუისი სამეფო თასის ფინალში "ალავესის" წინააღმდეგ ვერ ითამაშებს და ასევე მომდევნო სეზონის თასის პირველ მატჩსაც გამოტოვებს.

სარეკლამო ადგილი - 25
710 x 104
Loading...

კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
03:45 | 18.02.2017
berodaviti (3859)

ალავესმაც არ მოუგოს ?!

23:51 | 17.02.2017
temo11 (893)

მკბენარა სუარესი ))

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 22
250 x 250
0.063964