ფეხბურთი

20:30 | 17.02.2017 | ნანახია [] - ჯერ

"დინამომ" "ოლიმპიკი" დაამარცხა (+VIDEO)

დინამომ შეკრებაზე მორიგი ამხანაგური მატჩი გამართა. დედაქალაური გუნდი დონეცკის ოლიმპიკს დაუპირისპირდა. ჩვენი მეტოქე უკრაინის პრემიერ ლიგაში ასპარეზობს და პირველი წრის შემდეგ სატურნირო ცხრილში მეხუთე ადგილსაც იკავებს.

მატჩი უკრაინელებმა აქტიურად დაიწყეს და პირველივე შეტევისას სახიფათოდ ჩააწოდეს დინამოელთა საჯარიმოში. საპასუხოდ გიორგი ჩაკვეტაძემ დაარტყა შორი მანძილიდან, ასევე არაზუსტად. ტიტანიკის სათამაშო მოედანზე პირველი 15 წუთი თანაბარი თამაში მიდიოდა. ამის შემდეგ ჯერ ციმბალიუკის დარტმული მოიგერია თბილისელთა კარის ხარიხამ, ხოლო შემდეგ გიორგი ბეგაშვილმა ლამაზ ნახტომში უკუაგდო მოხას მიერ ძლიერად დარტყმული ბურთი. შეხვედრის 30- ე წუთზე ერთმანეთთან კამათის გამო არბიტრმა მოედნიდან ლაშა თოთაძე და ემერსონი გააძევა. რამდენიმე წუთში ტრავმა მიიღო ჩვენს გუნდში სინჯებზე მყოფმა სერბმა სლავკო ლუკიჩმა და მის ნაცვლად მოედანზე გია ჩადუნლი შევიდა. პირველ ტაიმში აღარაფერი შეცვლილა.

მეორე ნახევარი დინამომ ცვლილებებით განაახლა. კახა კაჭარავამ მინდორზე გიორგი გველესიანი, გიორგი ზარია, ლუკა ლოჩოშვილი და ბაჩანა არაბული შეიყვანა. ხუთიოდე წუთში კი შეხვედრის ერთადერთი გოლი გავიდა. ბექა მიქელთაძემ დაახლოებით 20 მეტრიდან ძლიერი და ზუსტი დარტყმით ბურთი ოლიმპიკის კარის ცხრიანში გაგზავნა. მატჩის 62- ე წუთზე მეტოქეს ანგარიშის გათანაბრება შეეძლო, თუმცა ოლომპიკის შემტევმა ხელსაყრელი სიტუაციიდან ბურთი ძელს გაარტყა. მეორე ტაიმის შუაში მოედანზე თანაბარი თამაში მიდიოდა. ბოლოსკენ უკრაინელებმა ტერიტორიული უპირატესობა მოიპოვეს, მაგრამ აღსანიშნავია, რომ სერიოზული ხიფათი ვეღარ შექმნეს ჩვენს კართან. საბოლოოდ დინამოელებმა გამარჯვბამდე მიიყვანეს შეხვედრა. დღევანდელ სპარინგი მცირე ტრავმების გამო ოთარ კიტეიშვილმა, საბა ლობჟანიძემ, გიორგი თევზაძემ და გიორგი კუციამ გამოტოვეს. მომდევნო შეხვედრას ჩვენი გუნდი 21 თებერვალს ბორისოვოს ბატესთან ჩაატარებს.

დინამო თბილისი 1:0 ოლიმპიკი დონეცკი

გოლი: 1:0 მიქელთაძე 50’

დინამო: ბეგაშვილი, სალუქვაძე, კობოური, თოთაძე, ლუკიჩი, ქარდავა, ნინუა, ჩაკვეტაძე, პაპუნაშვილი, მიქელთაძე, კვერნაძე

შეცვლაზე შევიდნენ: ჩადუნელი, გველესიანი, ზარია, ლოჩოშვილი, არაბული, მესხი, თავაძე

ოლიმპიკი: მახარაძე, ნემჩანიკოვი, ემერსონი, გრიშკო, ფარცვანია, ციმბალიუკი, ბოგდანოვი, ბრიკნერი, გრინი, მოხა, სერგეიჩუკი

fcdinamo.ge

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.129966