ფეხბურთი

23:00 | 17.02.2017 | ნანახია [] - ჯერ

ჟესუსმა შესაძლოა მიმდინარე სეზონში ვეღარ ითამაშოს

ბრაზილიის ეროვნული ნაკრების და "მანჩესტერ სიტის" თავდამსხმელმა გაბრიელ ჟესუსმა ბარსელონაში ფეხის ოპერაცია გაიკეთა. აღნიშნული ინფორმაცია კლუბის ოფიციალურმა ტვიტერის გვერდმა გაავრცელა.

ინგლისურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად კი სამხრეთამერიკელი მოთამაშე სამი თვის განმავლობაში მოედანს ვერ დაუბრუნდება. Sky Sports-სთან საუბრისას, "ქალაქელთა" თავკაცმა პეპ გვარდიოლამ აღნიშნა, რომ დაზუსტებით არ იცის ჟესუსი ითამაშებს თუ არა მიმდინარე სეზონში.

გაბრიელი ინგლისურმა გრანდმა მიმდინარე წელს "პალმეირასიდან" 32 მილიონ ევროს სანაცვლოდ დაიმატა, 5 მატჩში კი ჟესუსმა 3 გოლი გაიტანა და ორი საგოლე გადაცემა შეასრულა. მიმდინარე სეზონი მაისის ბოლოს მთავრდება და სავარაუდოდ სამხრეთამერიკელი მოედანზე გასვლას ვერ შეძლებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.122976