სარეკლამო ადგილი - 3
227 x 91
ფეხბურთი

15:11 | 17.02.2017 | ნანახია 3161 - ჯერ

ფიფას მილიარდიანი კომპენსაცია მუნდიალის ზამთარში გადატანისთვის

მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის ზაფხულიდან ზამთარში გადატანის გამო ფიფას ევროპული კლუბებისთვის კომპენსაციის გადასახდელად დაახლოებით 1 მილიარდი ევროს გამოყოფა მოუწევს. საკომპენსაციო თანხის ზუსტ ოდენობაზე მსოფლიო ფეხბურთის მმართველ ორგანიზაციას ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაუკეთებია, თუმცა ევროპული პრესა ამ საკითხს გადაწყვეტილად მიიჩნევს.

როგორც ცნობილია, მსოფლიოს ჩემპიონატი ყატარში 2022 წლის 21 ნოემბრიდან 18 დეკემბრის ჩათვლით გაიმართება. ტურნირის ზაფხულის ნაცვლად ზამთარში ჩატარების მიზეზი მასპინძელი ქვეყნის კლიმატური პირობებია - ზაფხულის აუტანელი სიცხეები, რამაც შესაძლოა ფეხბურთელთა ჯანმრთელობას პრობლემა შეუქმნას.

2022 წლის მუნდიალის თარიღის შეცვლამ განსაკუთრებით ნეგატიური რეაქცია გამოიწვია წამყვანი ევროპული ჩემპიონატების მესვეურთა შორის, რომელთაც ამ გადაწყვეტილების გამო თავიანთი ტურნირების კალენდრის მნიშვნელოვნად კორექტირება მოუწევთ.

აღსანიშნავია, რომ მუნდიალის ყატარში ჩატარების იდეას მსოფლიო ფეხბურთში თავიდანვე ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავდა, თუმცა ფიფამ, ყოფილი პრეზიდენტის იოზეფ ბლატერის მეთაურობით, საბოლოოდ მაინც ასეთი არჩევანი გააკეთა, რაც ფეხბურთის მმართველ ორგანიზაციას როგორც ჩანს ძვირი დაუჯდება.

სარეკლამო ადგილი - 25
710 x 104
Loading...

კომენტარები (3)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
09:17 | 19.02.2017
zura-mesi (5553)

კომენტარი დაბლოკილია ცენზურის ავტომატური ბლოკირების მიერ, ის შეიძლება დაიშვას მოდერატორის მიერ

23:51 | 17.02.2017
ბაგი-რეი (833)

თუ კალენდარი არ შეცვალეს ჩემპიონატებში. ევერტონის ატალანტას და ვილიარეალის დრო დადგება. ეგენი დაჩაგრავენ ბარსელონებს და მანჩესტერებს)))))

15:41 | 17.02.2017
@beka@ (908)

%ლის ჯოგი

სარეკლამო ადგილი - 22
250 x 250
0.061707