სარეკლამო ადგილი - 3
227 x 91
სხვა

14:56 | 17.02.2017 | ნანახია 342 - ჯერ

მარნეული კრივში ახალგაზრულ ჩემპიონატს მასპინძლობს

მარნეულის ”ათა ჰოლდინგის” სპორტული არენა კრივში საქართველოს ახალგაზრდულ ჩემპიონატს მასპინძლობს.

საქართველოს კრივის ეროვნული ფედერაციის პრესსამსახურის ცნობით, შეჯიბრი დღეს დაიწყო და მასში ქვეყნის თითქმის ყველა კუთხის ასამდე წარმომადგენელი მონაწილეობს.

ახალგაზრდულ პირველობაზე, ასაკობრივი ნაკრებების წარმომადგენლებიც გამოდიან, რომელთაგან ერთ-ერთი, თავის წონაში, 60 კილოგრამ წონით კატეგორიაში უპირობო ლიდერი ოთარ ნავერიანია. გასული წლის ევროპის ვიცეჩემპიონი მარნეულიდანაა და გულშემატკივრების მთავარი ფავორიტია.

კრივში ასეთი რანგის ტურნირი მარნეულში პირველად იმართება და აღსანიშნავია, რომ დარბაზში სრული ანშლაგია.

ჩემპიონატი ოთხი დღის განმავლობაში გაგრძელდება, ფინალები 19 თებერვალს გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 25
710 x 104
Loading...

კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 22
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 531
0.169673