სარეკლამო ადგილი - 3
227 x 91
ჩოგბურთი

13:17 | 17.02.2017 | ნანახია 3487 - ჯერ

ბასილაშვილი ებდენს შეხვდება

საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი მემფისის ტურნირის მეოთხედფინალში მსოფლიო რეიტინგის 490-ე ნომერს, 29 წლის ავსტრალიელ მეთიუ ებდენს შეხვდება.

ურთიერთშეხვედრებში ავსტრალიელი ქართველს 1:0-ს უგებს. ჩოგბურთელები ერთამენთს 2015 წელს ტოკიოს ტურნირზე შეხვდნენ, მაშინ ნიკამ 6:7, 0:6 წააგო. ისევე, როგორც მემფისში, ტოკიოს ტურნირიც ჰარდის კორტზე ტარდება.

ებდენი ამჟამად კლასიფიკაციაში 490 ადგილზეა, მაგრამ 2013 წელს მის კარიერაში საუკეთესო 68-ე ადგილზე იყო. ავსტრალიელს კარიერაში 6 ჩელენჯერი აქვს მოგებული, ხოლო ბასილაშვილს - 4.

შეხვედრა 18 თებერვალს თბილისის დროით 02:30 საათზეა ჩანიშნული.

შეგახსენებთ, რომ ნიკამ ტურნირის მერვედფინალში მსოფლიო რეიტინგის მე-20, ნომერი ივო კარლოვიჩი 7:6, 6:3 დაამარცხა.

სარეკლამო ადგილი - 25
710 x 104
Loading...

კომენტარები (7)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
23:18 | 17.02.2017
Buratino (2268)

აბა შენ იცი, ნიკა! მოკლედ ამაღამ, მეტიუა თუ ებდენი, შენი მეტოქე უნდა მოსრა და სოფიის ტურნირივით მინიმუმ ნახევარფინალშI გახვიდე. დანარჩენზე მერე მოგცემ შეკვეთას

20:34 | 17.02.2017
ani-barcelona (2200)

იმედია რაც ფული აიღო სოფიაში და მემფისში ყველაფერს ებდენის მოგებაზე არ დადებს

20:41 | 17.02.2017
barcelona1991 (996)

მართალი ხარ ანი.არ უნდა ქნას ეგ.მოვიდა კაცი ცოტა სტაბილურ ხოდზე და ასე უნდა გააგრძელოს.

19:42 | 17.02.2017
juansher (650)

აუ, რა ოროსნები ხართ!! აქამდე არ უნდა დაგეწერათ თუ მოუგო კარლოვიჩს? ან როცა ხვდებოდა მაშინ გეთქვათ. ათას სისულელეს რომ წერთ ფეხბურთზე, საიდანაც ზოგი საერთოდ 2 წინადადებაა და წინა გვერდზე გაქვთ გამოტანილი. ასეთ ინფოს კი არ უნდა ეძებდეს ადამიანი, პირველივე შემოსვლაზე უნდა ხვდებოდეს.

20:30 | 17.02.2017
ani-barcelona (2200)

დილით 5 საათზე დაიდო ეგ სიახლე

19:45 | 17.02.2017
juansher (650)

ტომპსონს რომ უნდა შეხვედროდა, იმის მერე აღარ შემხვედრია აქ ინფო. ვიფიქრე წააგო-მეთქი და ტრადიციულად ჩუმად არიან, ან გადაიტანეს მეასეხარისხოვან 'სტატიებში'.

20:31 | 17.02.2017
ani-barcelona (2200)

არადა ამ სტატიის გვერძე დევს ეგ სტატია რომელიც დილის 5ზე დაიდო

10:25 | 18.02.2017
juansher (650)

აღარ შემოვედი ჩოგბურთის სექციაში, ვიფიქრე წააგო და იმიტომ არაფერს ამბობენ-მეთქი. ესენი ხომ მაშინ წერენ მხოლოდ, თუ კარგი ამბავია. ეგ კი არა, თავიდან რომ თქვეს, ამერიკაში ითამაშებსო, იმის მერე კარლოვიჩის სიახლე ვნახე პირველად. თურმე მანამდეც მოუგია.

19:11 | 17.02.2017
ogafa (3717)

წარმატებები

14:47 | 17.02.2017
tokageo (791)

ნიკას თამაშის მიმოხილვას ვუყურე კარლოვიჩთან. ერთი სიამოვნებაა. თანაც საკუთარ მოწოდებებზე (რაც სულ მისი პრობლემა იყო) არაჩვეულებრივად გამოიყურება. თუ არ წაუზარმაცა წლის ბოლომდე ბევრ სარეიტინგო ქულასაც გამოიმუშავებს, ჩვენც გაგვახარებს და ჯიბესაც გვარიანად გაისქელებს. წარმატებები ნიკას!!!

15:26 | 17.02.2017
miriani (2301)

კარლოვიჩია სლე და მიტო.... მასტი იმენნა ეისა ჩამწოდებელია და მაგის ხარჯზე ჩალიჩობს გაძრომას... ოდნავ ნორმალური იგროკი თუ შეხვდა ნიკუშა მაგალითად) პიპეცი აქ...
ზროხაა რააა

14:38 | 17.02.2017
LA.paata (649)

აბა შენი იცი ნიკა. წარმატებები!!

13:17 | 17.02.2017
BEERTRANCE (91244)

წარმატებები

სარეკლამო ადგილი - 7
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 22
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 531
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
120 x 600
0.106262