სარეკლამო ადგილი - 3
227 x 91
კალათბურთი

12:30 | 17.02.2017 | ნანახია 584 - ჯერ

“ჩიკაგომ” “ბოსტონს” ბოლო წამზე აჯობა

გამთენიისას ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის რეგულარული სეზონის ორი მატჩი გაიმართა.

“ინდიანა” შინ “ვაშინგტონთან” 98:111 დამარცხდა. დედაქალაქელებმა პირველივე პერიოდში მოიპოვეს უპირატესობა და შეხვედრა ლოგიკურ დასასრულამდე მიიყვანეს. მატჩში ყველაზე მეტი - 25 ქულა - პორტერმა ჩააგდო. ჯონ უოლმა ორმაგი დუბლი შეასრულა - 20 ქულა, 12 პასი. “ინდიანაში” 17 ქულით პოლ ჯორჯი გამოირჩა.

“ბოსტონი” საკუთარ დარბაზში “ჩიკაგოს” დაუპირისპირდა. მატჩის დასრულებამდე ერთი წამით ადრე “ბოსტონი” 103:102 იგებდა, თუმცა ბოლო წამზე ჯიმი ბატლერმა ორქულიანი ისროლა, ბურთი კალათში არ ჩაეშვა, მაგრამ ჯიმის წინააღმდეგ თამაშის წესები დაირღვა. ბატლერმა ორივე საჯარიმო სროლა ჩააგდო და “ჩიკაგოს” 104:103 მოაგებინა.

“ინდიანა” – “ვაშინგტონი” 98:111 (27:34, 25:28, 25:28, 21:21)

https://www.youtube.com/watch?v=B2nkr6qVf-A

“ჩიკაგო” – “ბოსტონი” 104:103 (22:25, 30:33, 29:20, 23:25)

https://www.youtube.com/watch?v=qiML7qMvxWE

სარეკლამო ადგილი - 25
710 x 104
Loading...

კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
22:30 | 17.02.2017
federerjamesliverpooldelpotro (2862)

თამაში ბოსტონმა მოიგო მარა მერე ჩიკაგომ მოიგო უცნაური დასასრული. საინტერესო თამაში იყო ვეიდი აკლდა. ჰორფორდი მნიშვნელოვანი ფიგურაა სელტიკსში და რატო იყო ასეთი საშინელი ტიპს მოხსნა და დაცვა ევალება წელს საშინელებაა.პირველ მეოთხედში ლოპესმა მაგარი აფარა. ჯიმი ჯიმია მარა გადამწყვეტ მომენტში რ დაკარგვა ბოლო ფოლი არ ვიცი. მოკლედ ჩიკაგო ფლეიოფს დადებს და ასე მგონია შორს გავა ფინალსაც არ გამოვრიცვხავ ვეიდი რაა ფლეიოფში ყველამ იცის პლუს ჯიმი. მწვრთნელი არ მომწონს ვერ იყენებს შემადგენლობას რონდო კარტერვილიამსი პორტისი მეტი მეტი ესენი უნდა გამოწუროს ტიპს რონდო ყავდ ბენჩზე ვეიქაფბიჩიზ

სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 22
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 531
0.100364