სარეკლამო ადგილი - 3
227 x 91
ფეხბურთი

11:14 | 17.02.2017 | ნანახია 3716 - ჯერ

გიორგი ჯიქია: “საქართველოს ნაკრებში თამაშის საკითხი დახურული არაა”

მოსკოვის “სპარტაკის” ახალწვეული გიორგი ჯიქია ამბობს, რომ რუსეთის ნაკრების ერთ შეკრებაზე გამოძახების მიუხედავად, საქართველოს ეროვნულ გუნდში მისი თამაშის საკითხი დახურული არაა. 23 წლის მცველმა ამის შესახებ რუსულ გამოცემა “სპორტ-ექსპრესთან” ინტერვიუში ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამჟამად მხოლოდ საკლუბო საქმეებითაა დაკავებული.

როგორც ცნობილია, ჯიქიასთან მოლაპარაკებას ქართული მხარე აქტიურად აწარმოებდა, როცა რუსეთის ნაკრების თავკაცმა სტანისლავ ჩერჩესოვმა გასული წლის ნოემბერში, ყატართან და რუმინეთთან ამხანაგური მატჩებისთვის შეკრებაზე გამოიძახა, თუმცა ფეხბურთელს თამაშებში მონაწილეობა არ მიუღია.

გიორგი ჯიქია 1993 წლის 21 ნოემბერს მოსკოვში დაიბადა და რუსეთის მოქალაქეა. 2011-2013 წლებში მოსკოვის “ლოკომოტივის” მეორე გუნდში თამაშობდა, 2014 წელს - ნალჩიკის “სპარტაკში”, 2014-2015 წლებში - “ხიმიკში”, 2015 წლიდან - “ამკარში", სადაც თავი შესანიშნავი თამაშით გამოიჩინა და ამ ზამთარს მოსკოვის "სპარტაკში" გადავიდა.

ახლა კი “სპორტ-ექსპრესის” ინტერვიუს ის ნაწილი, რომელიც ჯიქიასა და საქართველოს ნაკრების თემას ეხება:

- ცოტა ხნის წინ საქართველოში იმყოფებოდით?

- დეკემბერში ჩავედი ცხოვრებაში პირველად. შესანიშნავად მიმიღეს! ბევრი ნათესავი მოვინახულეთ. ახალ წლამდე ვაპირებდი დარჩენას, მაგრამ დამირეკეს და სასწრაფოდ მოსკოვში დავბრუნდი: სამედიცინო შემოწმება გავიარე და “სპარტაკთან” კონტრაქტი გავაფორმე.

- ქართველებს, ისე როგორც არავის, ეხერხებათ დაყოლიება...

- ნაკრების შესახებ მეკითხებით? იყო ამაზე საუბარი. დიდი ხნის წინ დაიწყო, მაგრამ თავად ვიცი, როგორ მოვიქცე, დაყოლიებას აზრი არ აქვს. მოწვევა არის, მათ როგორც ფეხბურთელი მოვწონვარ. ყველაფერი ჩემზეა დამოკიდებული.

- ეს საკითხი დახურული არაა?

- რატომ დახურული? ჯერ არაფერი გადაწყვეტილა.

- თქვენ ხომ რუსეთის ნაკრებში გამოგიძახეს?

- იმისთვის, რომ ეს საკითხი დაიხუროს, ოფიციალურ თამაშში მონაწილეობის მიღებაა საჭირო. ეს კი ჯერ არ მომხდარა და მსჯელობა შემიძლია. თუმცა, ახლა მხოლოდ “სპარტაკზე” ვფიქრობ, შეკრება ნაყოფიერად უნდა გამოვიყენოთ. ნაკრებზე კი თქვენ მკითხეთ და გავიხსენეთ...

- საქართველოს ნაკრებში ერთი-ორი წლის წინ რომ ეხმოთ, ალბათ ბევრი ფიქრის გარეშე დათანხმდებოდით?

- სავარაუდოდ, ასე მოხდებოდა, თუმცა მაშინ არავის ვჭირდებოდი.

სარეკლამო ადგილი - 25
710 x 104
Loading...

კომენტარები (14)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
20:05 | 17.02.2017
festina (2634)

თანაც ნაკრებს დაცვაძი ძალიან უჭირს,ძალიან წაგვადგება აი ძალიან თან ფლანგზეც შეუძლია თამაში.ფარცვანიას გადაბირებაც მარჯვენა ფლანგზე მოხსნის დიდი ხნის პრობლემას და უჩაობჟანიძეს აღარავინ დააყენებს ძირითადში

20:02 | 17.02.2017
festina (2634)

აქ ჯანოს არსე ობა იგრძნობა უკვე!!!ჯა ო კერავს უეჭველი...ფაქტია ბიჭი პირ ელად ჩამოვიდასაქართველოში და იქნებ დავკეროთ და ვათამაშოდ ჩვენთან!!!აგრეთვე აკაკი გოგია გვინდა დ ფედერაციამ თუ გაახერხა ესენი ძალიან მაგარი იქნება!რუსებისთვის რაც არ უნდა იყოს მაინც ჩერნომაზი გრუზინ იქნება სულ და სულ ამჯობინებნ ნაკრებში მას ვინმე რუსის გვარს

19:59 | 17.02.2017
gionat (2149)

რუსეთში არის მკაცრი ლიმიტი ლეგიონერებზე, ამიტომაც ეს კაცი ერიდება მკვეთრ გადაწყვეტილებებს თუ დაჯდა ლეგიონირების ლიმიტის გამო სკაზე ნაკრებიც გვერძე დარჩება და კარიერაც. ამიტომ სასურველია მოვერიდოთ კრიტიკას. ამას რომ ჩვენ ნაკრწბში თამაში არ უნდოდწს სავარაუდოდ პირდაპირ იტყოდა.

17:54 | 17.02.2017
shotiii (2437)

ასეთი ვაჭრუკანების ადგილი საქართველოს ნაკრებში არ უნდა იყოს... არც ეს და ის მეორე კიდევ გერმანიის ჭ კლასის ლიგაში რო არის და გერმანიის ნაკრებზე ჰქონდა ამბიციები , არცერთი არ უნდა გამოიძახონ...

16:37 | 17.02.2017
l_e_o_n_i (260)

Kaci ro amdens ilaparakebs da ivachrebs nakrebshi tamashze, iseti kaci ar gvchirdeba nakrebshi...

15:16 | 17.02.2017
სერია A ჩვენია (Korben Napolitano) (7258)

მოკლედ, მიუხედავად ყველაფრისა მგონია, რომ თუ კი მაინც ჩვენს ნაკრებში ამჯობინეს გამოსვლა ჯიქიამ და იგივე გოგიამაც, საკმარისია ღირსეული თამაში აჩვენონ და ეგრევე ყველას დაგვავიწყდება მაგათი ორჭოფობა და აიწონა-დაიწონები.
და სწორიც იქნება. ფეხბურთისგან უნდა ვეცადოთ და დადებითი ემოციები მივიღოთ.

15:12 | 17.02.2017
LA.paata (757)

არა მგონია ჩვენ ნაკრებს ეს ფეხბურთელი გამოადგეს, ის დეკემბერში პირველად ცხოვრებაში იყო საქართველოში და მოინახულა ნათესავები. ეს საკმაოდ ბევრის მეტყველია, მას არაფერი იზდავდა საქართველოში და არც შემდეგში ექნება დიდი სურვილი. დაფიქრდით ძმებო ის მხოლოდ ერთხელ იყო, თავის ცხოვრებაში, ისტორიულ სამშობლოში.... მას ფეხბურთი კარიერისათვის უნდა რაშიც ვეღარც გაამტყუნებ. ნაკრები მისთვის დიდი ბაზარზე გასვლის საშუალება იქნება და ამიტომაც ჯობია ღრუსებს გაყვეს მოედანზე და სირცხვილი ჭამონ ყველამ ერთად 2018-ში, რაშიც დარწმუნებული ვარ მათი ახლანდელი თამაშით.

14:12 | 17.02.2017
Nikala (124)

შთაბეჭდილება მრჩება, რომ ქართველები, ფეხბურთელებიც და გულშემატკივრებიც, ნაკრებისადმი დამოკიდებულებას მთლად სერიოზულად ვერ აღვიქვამთ. ნაკრებში თამაში არ აწყობს რას ჰქვია? ნაკრებში თამაში კი არ უნდა გაწყობდეს, უნდა გინდოდეს. ეროვნულ გუნდთან საკონტრაქტო ვალდებულება არ გაქვს. გინდა ითამაშებ, გინდა არა. თუ გინდა საერთოდ ნუ ჩამოხვალ. არავინ გაძალებს. ეს შენი სურვილი უნდა იყოს. იმავე ლოგიკით, რონალდო, მესი თუ სხვა "ცხოვრებააწყობილი" ფეხბურთელები ნაკრებში არ უნდა თამაშობდნენ, გამოდის. ჯორჯ ბესტს შეიძლება საერთოდ არ ეთამაშა ჩრდილოეთ ირლანდიის ნაკრებში, მაგრამ უნდოდა, რომ თავისი ქვეყნის ღირსება დაეცვა და ითამაშა კიდეც. რა მოიგო და რა წააგო, ეგ სხვა საკითხია და, ჩემი აზრით, სანაკრებო თემატიკის კონტექსტში განსახილველი არ არის საერთოდ. ყველაზე დიდი რაც შეიძლება სპორტსმენმა მიიღო, ეს შენი ხალხის სიყვარულია. ქვეყნის და ხალხის, რომელიც მთელი კარიერის განმავლობაში გგულშემატკივრობს, შენი კლუბისდა მიუხედავად.

მეორე საკითხია, შენ რომელ ქვეყანასა და ხალხს მიიჩნევ მშობლიურად. სამშობლო ერთია და ნებისმიერ შემთხვევაში, ფეხბურთელისთვის მშობლიური ქვეყანა და მისი ნაკრები უმთავრესი უნდა იყოს. აგერ კოსოვოს ნაკრებს მიანიჭეს სტატუსი და შემადგენლობას რომ თვალი გადაავლოთ, ბევრი ისეთი მოთამაშე ჰყავთ გუნდში, რომლებიც ალბანეთის, ნორვეგიის, სერბეთის ნაკრების წევრები იყვნენ. მიუხედავად იმისა, რომ იქ ოფიციალურ მატჩებში მონაწილეობა მიღებული ჰქონდათ, მათ მიატოვეს ნაკრები და აირჩიეს თავისი ისტორიული ქვეყნის სახელით თამაში. ფიფამაც დაუშვა გამონაკლისი და არ შეზღუდა ამის გამო. იმიტომ, რომ სურვილი ჰქონდათ ფეხბურთელებს ამის.

14:32 | 17.02.2017
tomuri (1320)

გეთანხმები, ფეხბურთელს უნდ აუნდოდეს გულით ნაკრებში თამაში, პრაგმატულად მოაზროვნე ფეხბურთელი ჩვენს ნაკრებს არ გამოადგება ასე მგონია რადგან ჩვენ ნაკრებში ტამაშისთვის არც ხელფასს ვუხიდთ და არც პრემიებს ვაძლევთ და ასე ნმოაზრივენ ფეხბურთლეს ტამაშსი ნაკრებში მოტივაცია დიდი არ ექნება, კი ითამაშებს მაგრამ ტავს არ მოიკლავს ქეცბაიასავით ან მარადონასავით

13:39 | 17.02.2017
playmaker (4646)

ფაქტი ის არის რომ ძალიან წაადგებოდა ჩვენს ნაკრებს. სათადარიგოდ განგვიხილავს აშანტაჟებს თუ რას შვრება მხოლოდ მან იცის და ღმერთმა. ჩვენმა საფეხბურთო ფუნქციონერებმა სანამ რამე შანსი დარჩენილა ყველაფერი უნდა ქნან. გულშემატკივარს რაც შეეხება მეც ვარ გულშემატკივარი მაგრამ პირველ რიგში ნაკრებში კლასიანი კვალიფიციური ფეხბურთელის ნახვა მინდა. პატრიოტიზმი ჩვენზე ნაკლები არა აქვთ ვინც თამაშობენ იმათ მაგრამ რასაც ვთამაშობთ კი ვხედავთ ყველა. ესეც და გოგიაც ძალიან საჭირო ფეხბურთელები არიან ძალიან.. თამაშებს კლასი იგებს პირველ რიგში და არა პატრიოტიზმი

13:19 | 17.02.2017
BEERTRANCE (93456)

თავს იფასებს. მარა ვერ შეედავები პრაგმატულად ცდილობს მოიქცეს.

13:06 | 17.02.2017
სერია A ჩვენია (Korben Napolitano) (7258)

სათადარიგო ვარიანტად განგვიხილავს...
ერთი მხრივ, ეს პროტესტს იწვევს აქაურ გულშემატკივრებში. თუმცა მეორე მხრივ მესმის მისი. პრაგმატიკოსები მართავენ მსოფლიოს. აგერ ქვემოთ დაწერა ჯიგარმა, ჯანომ ხო აიწყო ცხოვრება საქართველოს ნაკრებში თამაშითო DDDDDDDD
ჯანომ კი არა, თვით მესიმ რა მოიგო რო, არგენტინის ნაკრებში თამაშს რომ დათანხმდა ? არადა ამბობენ, რომ ჰქონდა შანსი ესპანელთა წინადადება მიეღო და ყველაფერთან ერთად სანაკრებო ტიტულებითაც დაიხუნძლებოდა.
ეხლა მეტყვით, სამშობლოში შეიზიზღებდნენო... არც ეხლა გიჟდებიან მაგაზე.

12:41 | 17.02.2017
lashamax (506)

ძალიან სწორად იქცევა ჯიქია.
რატომ უნდა ითამაშოს საქართველოს ნაკრებში, სადაც ნაკრების მწვრთნელი, ფეხბურთელები და ფედერაციის პრეზიდენტი მზად არის ფულის გამო ნაკრების ნებისმიერი თამაში გაყიდოს.
თუ კაცი გონებაშეზღუდული არ არის მოსკოვიდან საქართველოს ნაკრებში ჩამოვა სათამასოთ.
ჯანომ ხო აიწყო ცხოვრება ნაკრებში თამაშით

12:29 | 17.02.2017
giomebo (1149)

ფაქტიურად აშანტაჟებს რუსებს ჩვენი ნაკრებით

13:44 | 17.02.2017
tomuri (1320)

კი ეგრეა,, ასეთი მოტამშე არ უნდ ამოიწვიო საქართველოს ნაკრებში

11:53 | 17.02.2017
tomuri (1320)

თუნ რუსეთში არ ათამაშეს მეერ ალბატ საქართველოს ვარიანტს განიხლილავს გოგიასავით

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 22
250 x 250
0.115303