სარეკლამო ადგილი - 3
227 x 91
ჩოგბურთი

5:03 | 17.02.2017 | ნანახია 6782 - ჯერ

მორიგი რევანში - ბასილაშვილმა კარლოვიჩის ბარიერი გადალახა (+VIDEO)

საქართველოს ნომერ პირველმა ჩოგანმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა მემფისის ღია ჩემპიონატის მერვედფინალში, ტურნირის პირველ ნომრად განთესილი და მსოფლიოში უძლიერესი დარტყმებით ცნობილი ივო კარლოვიჩი 7:6, 6:3 დაამარცხა.

ბასილაშვილმა ხორვატ ჩოგბურთელს პირველად მოუგო. 2015 წელს კარლოვიჩმა მეტოქე დოჰასა და კუალა ლუმპურში დაამარცხა, ამჯერად კი ვერაფერს გახდა და ტურნირს ლიდერი პირველივე მატჩის შემდეგ გამოაკლდა. ერთი დღის წინ ბასილაშვილმა ჯორდან ტომპსონი მეორე ცდაზე 6:3, 6:0 დაამარცხა.

განვლილ შეხვედრაში განსაკუთრებული არაფერი მომხდარა, რადგან სცენარი ყველამ იცოდა - ივო ეისების ხარჯზე შეეცდებოდა ფონს გასვლას, ხოლო ბასილაშვილი ბრეიკზე იმუშავებდა. ნიკოლოზის ბოლოდროინდელი პროგრესი აშკარაა და ეს ამ მატჩშიც გამოიკვეთა.

პირველ სეტში მეტოქეები თავიანთ მოწოდებებს იოლად იგებდნენ, მხოლოდ ერთხელ მსოფლიოს მე-20 ჩოგანს ბასილაშვილის მეორე მოწოდებაზე, 40:30-ზე ბრეიკის შანსი ჰქონდა, თუმცა ქართველმა სიტუაცია მალევე გამოასწორა. საბოლოოდ საჩოგბურთო ლატარეაში ხორვატს გეგმები მოლოდინისამებრ არ წაუვიდა, თავისი მოწოდება სამჯერ შეცდომების ხარჯზე დათმო, ნიკამ ტაიბრეიკი 7:2 მოიგო და შეიძლება ითქვას შეხვედრაში გარდატეხა შეიტანა. მეორე სეტში მე-6 გეიმზე ხორვატი დაბრეიკდა და ამის შემდეგ, თავადაც ვერ დაიჯერა მატჩის შემოტრიალების, რადგან ქართველი ძალიან თავდაჯერებულად თამაშობდა.

მთელი შეხვედრის განმავლობაში კარლოვიჩი ცდილობდა ბადესთან ხშირად გასულიყო და იქიდან ქულა მოეპოვებინა, მაგრამ ამ კომპონენტში ქართველმა დაჯაბნა. ასევე, ბასილაშვილი გათამაშების დროს მეტოქეს მოძრაობებზე იოლად იჭერდა და ქულის აღება არ უჭირდა.

საბოლოოდ, ნიკამ მსოფლიოს მე-20 ჩოგანი იოლად დაამარცხა და მეოთხედფინალში ავსტრალიელ მეთიუ ებდენსა და ამერიკელ ტეილორ ფრიცს შორის გამარჯვებულს შეხვდება. აშშ-ს წარმომადგენელი 19 წლისაა და გასულ წელს ამავე ტურნირზე ფინალში გავიდა, სადაც კეი ნიშიკორისთან 4:6, 4:6 წააგო.

ამ გამარჯვების შემდეგ ლაივ-რეიტინგში ბასილაშვილი კიდევ დაწინაურდა და 64-ე პოზიციაზე იმყოფება. მემფისის ღია ტურნირის მეოთხედფინალში გასვლით ქართველმა უკვე 45 სარეიტინგო ქულა და 18, 630 დოლარი გამოიმუშავა.

სარეკლამო ადგილი - 25
710 x 104
Loading...

კომენტარები (23)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
22:49 | 17.02.2017
Kala94 (5985)

საკმაოდ ძლიერი ჩოგბურთელი შევიძინეთ ! ბრავო ნიკოლოზ !

22:35 | 17.02.2017
federerjamesliverpooldelpotro (3737)

ძაან მაგარია ძაან მაგარ ფორმაშია და atp უნდა დაიდოს ბევრს კი ვითხოვთ მარა ძაან გვინდა

13:48 | 17.02.2017
barcelona1991 (1294)

მართლაც დიდად გაგვახარა ბასილამ.ბოლო ხანებია სტაბილურობა მოემატა.ამ ტურნირზე მინიმუმ ფინალის დადებას ველი მისგან და რეიტინგშიც დიდად აიწევს ისევ.

13:22 | 17.02.2017
naiki (4029)

მიდი ნიკუშ ებდენი-მებდენი არ ვიცი მე - მიაწვინე კორტზე!

12:42 | 17.02.2017
davit-tg (610)

მიდი მიაწექ ნიკუშ!არავისზე ნაკლები არ ხარ.ეს ტურნირი ერთი ამოსუნთქვით უნდა დადო,წარმატებები!

11:42 | 17.02.2017
no roger no party (5148)

რაც შეეხება მეტიუ ებდენს ცალითვალით ნუ უყურებთ იგროკია ებდენი და არავინ არ მოუატყუოს იმან რომ რეტინგსჰი ზააან უკან როა 490 მეათე ნომერია ხელწამოსაკრავი სულაც არააა ებდენ თან 2015 წელს ტოკიოში ბასილას ორ სეტში მოუგო მაგრამ მიუხედავად ამისა ნიკა აუცილებლად უნდა გაცდეს ყოველ მიზეზ გარეშე

11:37 | 17.02.2017
no roger no party (5148)

ნიკ მაგარია ეს ტურნირი უნდა დადო ძმაო ესეთი შანში არასდროს არ გეკნება 250 ათასიანის მოგების ფინალში უპრობლემოდ უნდა გახვიდე და ისნერეს მე მოუვლი ჰარისონ მოვატ...ებ როგორც გუშინ ვთქვი რაის კარლოვიჩი ტიპი ამ ქვეყნად არააა ნიკამ მტავარია მიგებაზე კარგად დადგეს დალშე ვსიო მორჩენილია თკო სეტევაც არ საჭირო ივოსთან მიიგებ კარგად მაგის მოწოდებს ვსიო თამაშსს თავისივე ხელით ჩაგახუტებს ისიც რამდენჯერ ვთკი არც იდეალური მომწოდებელია ივო თკო როგორც გონიათ ხალხს ისე აგხდენოდეთ ყველაფერი როგორც გუშინ ეგ გამოჩნდა მოკლედ ბევრი რო არ გავაგრძელოთ ნიკუშა ტურნირებზე პირველი ნომრების რისხვა გახდა ჯერ ტიმიო ეხლა კარლოვიჩიო და რამე

11:25 | 17.02.2017
ლილუ, ცოტა ნაზად... ( KORBEN ) (6625)

ვსიო, წუხანდელიდან მოყოლებული ბასილაშვილი ვარ !!!
ამის მერე ნიკო მამაზე ცუდი აღარაფერი თქვათ, პირად შეურაცხყოფად მივიღებ DDDDDDDDDDD
ლურჯას არ გაუკეთებია იმდენი სიკეთე მაგდანასთვის, რაც ამან ბოლო ერთ კვირაში მახეირა DDDDDDDDD

11:19 | 17.02.2017
Buratino (2462)

საღოლ,ნიკოლოზ! ასე ჰქენი, მიაწექი როგორც ხარი უღელს და მალე შეანგრევ საუკეთესო 50-ეულს.
მოკლედ, თუ სტაბილურად თამაში შეძლო და უაზრო ქულები არ აჩუქა მეტოქეებს (განსაკუთრებით მის ორმაგ შეცდომებს ვგულისხმობ), მაშინ ნიკას ამ ტურნირის მოგება და კიდევ უფრო წინსვლა შეუძლია და მერე იქნებ 20 კაცშიც "ამოჰყოს თავი"

11:15 | 17.02.2017
BEERTRANCE (92680)

შექებისგან მაინც თავს შევიკავებ თორე ქართველებს წყინს.

იმედია წარმატებულ სვლას გააგრძელებს

10:42 | 17.02.2017
dadado9 (14537)

იმედია დღითიდღე მოუმატებ

10:29 | 17.02.2017
dadado9 (14537)

და არც ჯონსონი კუკუშკინის შორისს გამარჯვებული არ არის გადაულახავი ბარიერი, 162 ჩოგანთან პირველი სეტი წააგო ჯონსონმა

10:28 | 17.02.2017
dadado9 (14537)

490 ჩოგანს ხვდება ნიკოლოზა , 1.57 აქვს კუში, უეჭველი უნდა გახიოს, 45 ქულა ემატება ზემოდან ჯამში 90 გამოუვა... არ უნდა გაუშვას ეს შანსი ხელიდან

10:19 | 17.02.2017
ilia_juventus (658)

რაღაც თავისებური სტილი აქვს. ძალიან მსიამოვნებს ამის თამაშის ყურება..

09:29 | 17.02.2017
პინტურიჩიო10 (12518)

საღოლ ნიკუშ.გადაკიდა იმ აქლემს.მშვენიერ ტურნირებს ატარებს ნიკა და საკმაოდ კაი შანსი აქვს ფინალში გავიდეს,წესით ებდენს უნდა მოუგოს და მერე ჯონსონი კუკუშკინიდან გამარჯვებულს ხვდება.უშანსოდ არცერთან არ იქნება.

09:22 | 17.02.2017
LA.paata (754)

ამ ისე ამოქოქა წელს 20-ში ვიხილავთ ყოჩაღ ნოკოლოზ მაგარი ხარ, ცოტა დასტაბილურდები იმედია და უფრო მეტს გაგვახარებ შენი წარმატებებით..

09:13 | 17.02.2017
zura-mesi (5321)

მიდი ნიკუშ, დადე ეს ტურნირი და გაგვახარე. ისე, ლაბაძის საუკეთესო ადგილი რომელი იყო რეიტინგში?..

09:30 | 17.02.2017
პინტურიჩიო10 (12518)

42-ე იყო 2004 წელში მგონი და ეს საუკეთესო მაჩვენებელი იყო ლაბაძის

15:41 | 17.02.2017
zura-mesi (5321)

გაიხარე ძმა.

09:12 | 17.02.2017
miriani (2327)

ნიკოლოზა შე ნმხეცოოო....:-) აიწყვიტა ბასილოკუსმა ხო იცი...ახლა თავისებური თუ არ ჩაატარა...
მიდი რაა შე კაცო დასტაბილურდი პაწა და დასერიოზულდი...დროა უკვე...;-)
წარმატებები ნიკუუუშ!
კორბენ სადა ხარ ძეგლი შენზეა :-D :-D :-D

09:06 | 17.02.2017
riva (2826)

მაგარ ფორმაშია და ძალიან მიხარია... ისე კი მთავარია სტაბილურობა შეინარჩუნოს და არც 20ულია ნიკასთვის მიუწვდომელი

08:59 | 17.02.2017
majlajuna (683)

ეს იმდენს იზამს დოპინგს შეტენიან

09:05 | 17.02.2017
riva (2826)

მთავარია ციანიდი არ შეტენონ )))

08:51 | 17.02.2017
raul-iker (5608)

ძალიან მაგარია. ისე რა კაი მაყუთს აკეთებს

09:05 | 17.02.2017
abuka (759)

აბა ლიბერთი ბანკის ბანკის სახედ ყოფნისას შაურმას ვერ ჭამდა და ისევ ეს ამჯობინა DDDD

09:13 | 17.02.2017
raul-iker (5608)

06:51 | 17.02.2017
ალექსანდრე (3986)

ეს სულ გაგიჟდა უკვე . არ გამიკვირდება თუ მალე სლემების მოგებადსაც დაიწყებს.

13:21 | 17.02.2017
naiki (4029)


06:13 | 17.02.2017
MRBrownstone (1035)

დოლარს დოლარზე იგებს..დდ

13:21 | 17.02.2017
naiki (4029)

სარეკლამო ადგილი - 4
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 22
250 x 250
0.159592