სარეკლამო ადგილი - 3
227 x 91
კალათბურთი

10:14 | 17.02.2017 | ნანახია 7428 - ჯერ

გიორგი შერმადინმა მადრიდის "რეალთან" იფრინა (+VIDEO)

საქართველოს ნაკრების ცენტრი გიორგი შერმადინი ისევ დიდებულად გაისარჯა – ჩვენებურმა ამჯერად კოპა დელ რეის მეოთხედფინალში, მადრიდის “რეალს” 27 ქულა ჩაუგდო, თუმცა ასეთი შედეგიანი თამაშის მიუხედავად “მორაბანკ ანდორა” “სამეფო კლუბთან” მაინც დამარცხდა დაძაბულ ბრძოლაში, ოვერ ტაიმში – 99:93.

შერმადინი ტრადიციულად ძირითად შემადგენლობაში იყო და პარკეტზე 33:18 წუთი გაატარა. ხსენებულ დროში გიორგიმ 27 ქულა და 7 მოხსნა (3 მეტოქის ფარზე) შესძინა გუნდს. ქართველმა ცენტრმა 16-დან 8 ორქულიანი ჩააგდო და 14-დან 11 საჯარიმო სტყორცნა გამოიყენა. საგულისხმოა, რომ შერმადინის მატჩის ყველაზე შედეგიანი კალათბურთელი გახდა.

აღსანიშნავია, რომ “მორაბანკ ანდორა” ძალიან ახლოს იყო ნახევარფინალის საგზურთან, რადგან მატჩის დასრულებამდე 17 წამით ადრე სტუმრები 6 ქულით იგებდნენ, მატჩს, მაგრამ მადრიდელებმა მისი დამატებით დროში გადაყვანა და იქ საქმის გამარჯვებამდე მიყვანა მოახერხეს.

აღნიშნულ შეხვედრაში “ანდორას” კიდევ ერთმა ქართველმა ლეგიონერმა ითამაშა – ბექა ბურჯანაძემ (სასტარტო ხუთეულში იმყოფებოდა) 25:22 წუთში 7 ქულა და 7 მოხსნა წააშველა თავისიანებს. ბექამ ოთხიდან ერთადერთი სამქულიანი ჩააგდო, 6-დან 4 საჯარიმო გამოიყენა, ხოლო ორქულიანი ერთხელ ისროლა და არაზუსტად.

აქვე გეტყვით, რომ მარგი ქმედების ყველაზე მაღალი კოეფიციენტი გიორგი შერმადინსა და სერხიო ლულს ჰქონდათ, თანაბრად – 28.

სარეკლამო ადგილი - 25
710 x 104
Loading...

კომენტარები (17)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
22:32 | 17.02.2017
federerjamesliverpooldelpotro (5108)

წელს რა ფორმაშია ბრავო ბრავო

19:30 | 17.02.2017
Buratino (2694)

ისეთ მაგარ ფორმაშია წელს ეს ჩვენი "ჯამლეტიჩი" რომ უკვე აღარც ვიცი, რა ვთქვა. სიტყვები "ყოჩაღ", "ბრავო" და "საღოლ" უკვე მოძველდა, ამიტომ ახლა ასე ვიტყვი:
სუპერ! ფანტასტიურია! მფრინავი ცენტრი ხარ, გიო!

17:40 | 17.02.2017
deqstera_best_7 (1678)

საუკეთესო ფორმაში თუ იქნებიან დიქსონი-მარკოიშვილი-სანიკიძე-შენგელია-ფაჩულია ისეთი ხუთეულია ევროპაში ნებისმიერს ეჭიდავები, მაგრამ ერთი პრობლემა ისაა რო საუკეთესო ფორმა თითქმის წარმოუდგენელია ყველამ დაუმთხვიოს და პლიუს მაგას გრანდებთან შერმადინი არის კარგი ცენტრი და მაქსიმუმ ცინცაძე(მხოლოდ გამოცდილებით, თუ წაუვიდა თამაში)... სანაძე-ბურჯანაძეს ჯერ ძალიან ბევრი აქვთ კიდე საკუთარ თავზე სამუშაო!!

16:16 | 17.02.2017
ქართული სპორტის გულშემატკივარი (36)

თამაში უნდა გეყურებინად პირდაპირში, მაშინ უფრო დაინახავდით თუ რა დიდ ძალას წარმოადგენს გიო "ანდორასთვი". მთელი თამაში ემოციებში და გახარებული ვიყავი ჩვენი ბიჭების კარგი თამაშის შემხედვარე.

15:06 | 17.02.2017
პანტელეიმონი (3285)

ძალიან მიხარია შერმადინის კარგი თამაში, წარმატებები გიო ! ! !

14:36 | 17.02.2017
LA.paata (757)

მაგრად მოუმატა გიომ, რაც ძალიან სასიხარულოა. ჯამთელები გვიმყოფა ჩვენი ბიჭები და მჯერა ევროპაზე საუკეთესო შედეგს დადებენ. წარმატებები გიო!!!

13:47 | 17.02.2017
taziiik (1605)

იქნებ კარგად გამარკვიოთ..... ეს და ფაჩულია ორივე ერთ პოზიციაზე თამაშობს ხო? ? ? ანუ არ არის შანსი იმისა რო დზირითადში ორივემ დაიწყოს ერთად სხვადასხვა პოზიციაზე

15:50 | 17.02.2017
zura-mesi (5553)

ერთად ზუროსმაც ათამაშა, მაგრამ ამ დროს დიდი რისკია, რადგან მოწინაარმდეგე სწრაფ შეტევაზე გააკეთებს აქცენტს.

14:13 | 17.02.2017
iloreli (1760)

ეგ და ფაჩულია ორივე არიან ცენტრები თან კლასიკური
მშიმე ფორვარდად სეიძლება ერთერთის დაყენება მაგალითად შერმადინის, კარგი საშუალო აქვს მაგრამ მაინც არარი მძიმე ფორვარდივით მოძრავი.. გვყავს შენგელია მაგ პოზიციაზე და რა აუცილებლობაა შერმადინის სტარტერობა... შემოვიდეს ზამენიდან გვარიშვილობას ჩამოართმევენ თუ ჯამლეტას დააშორებენ?
ყველა ჯანმრთელი გვყავდეს და ესპანეთს დავეჭიდებით თანასწორად.. მე მჯერა ჩვენი ბიჭების

12:26 | 17.02.2017
davit-tg (637)

ბრავო გიო!ფანტასტიკურად ირჯება ეს ბიჭი.ბევრ ვაიქომაგს მოუწევს ერთ ადგილას ენის შეყოფა.წარმატებები შერმადინს!

12:14 | 17.02.2017
FEDAL (5663)

ვაააახ ჯამლეტ შერმადინი ხოდზეა

12:02 | 17.02.2017
riva (2859)

ნაკრებში ყოველთვის უჭირს ზაზას ჩრდილიდან გამოსვლა თორემ იგივე კანტუში ბრწყინვალე სეზონი ქონდა და ნაკრებში ვერაფერს აკეთებდა

11:48 | 17.02.2017
Sport for pleasure❤️ირაკლი: ) (2646)

რა კაია, როგორ მოიხოდა და რა თქმა უნდა ამ ტემპითვე გვინდა , ჩვენს საქართველოს ნაკრებშიაც!

11:46 | 17.02.2017
federer (17) (12136)

გიორგი აშკარად საუკეთესო სეზონს ატარებს კარიერაშიი

11:31 | 17.02.2017
კორბენ კირილეს ძე კვინტრაია (8410)

რეალთან წელს მაგრად უბერავს ჯამლეტოღლი.
კაროჩე, ჩვენი ლევანდოვსკია რაა DDDDDDDDD

11:19 | 17.02.2017
BEERTRANCE (94528)

ყოჩაღ გიო. ევროპაზეც უნდა იფრინო.

11:11 | 17.02.2017
maxo_65 (5714)

მაგარი იყო, ყოჩაღ გიორგის...

10:21 | 17.02.2017
iloreli (1760)

გეუბნებით ევროპა უნდა დადოს შერმადინმა მვპ გახდება პახოდუ

10:20 | 17.02.2017
raul-iker (5672)

ბრავო გიო! რა დაატენაა

სარეკლამო ადგილი - 22
250 x 250
0.140016