ფეხბურთი

0:41 | 17.02.2017 | ნანახია [] - ჯერ

“საუთჰემპტონმა” კასერესი გაიფორმა

ურუგვაის ნაკრების მცველი მარტინ კასარესი კარიერას “საუთჰემპტონში” განაგრძობს. აღნიშნული ინფორმაცია “წმინდანების” ოფიციალურმა ვებგვერდმა დაადასტურა.

29 წლის ფეხბურთელი ახალ კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა და კონტრაქტი სეზონის ბოლომდე გააფორმა.

შეგახსენებთ, რომ კასარესი ბოლოს ტურინის “იუვენტუსის” ღირსებას იცავდა, საიდანაც 1 ივლისს წამოვიდა.

“საუთჰემპტონს” ცენტრალური მცველის დამატება მას შემდგომ დასჭირდა, რაც ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეებში ჟოზე ფონტე გაყიდა, ხოლო აქედან რამდენიმე დღეში ვირჯილ ვან დეიკი მძიმედ დაშავდა და “წმინდანები” რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.123409