ფეხბურთი

23:45 | 16.02.2017 | ნანახია [] - ჯერ

“ვალენსია” – “რეალის” დაპირისპირებას რიკარდო ბენგოეჩეა განსჯის

ლა ლიგის სამსაჯო ტექნიკური კომიტეტის გადაწყვეტილებით, “ვალენსიას” და “რეალს” შორის გასამართ დაპირისპირებას ახალგაზრდა მსაჯი რიკარდო დე ბურგოს ბენგოეჩეა განსჯის.

30 წლის ბასკი არბიტრი ლა ლიგაში მეორე სეზონია მსაჯობს. მას აქამდე “ვალენსიას” მონაწილეობით გამართული ორი შეხვედრის გაძღოლა მოუწია: “ღამურებმა” ამ მატჩებში “ლევანტე” დაამარცხეს (3:0), ხოლო “ხეტაფესთან” ფრედ (2:2) ითამაშეს.

ცნობისთვის, “ვალენსიას” პრეზიდენტმა ჩენ ლეიჰუნმა საჯაროდ განაცხადა, რომ ბოლო პერიოდში მსაჯები “ღამურების” საზიანოდ საეჭვოდ ცდებიან.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნული დაპირისპირება ლა ლიგის მე-16 ტურის გამოტოვებული მატჩია, რომელიც "მესტალიაზე" 22 თებერვალს საქართველოს დროით 21 საათსა და 45 წუთზე გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113314