ფეხბურთი

23:10 | 16.02.2017 | ნანახია [] - ჯერ

პეტროსმა “ბეტისთან” კონტრაქტი გაახანგრძლივა

პეტროს მატეუს დოს სანტოს არაუხომ, რომელიც საფეხბურთო სამყაროსთვის პეტროსის სახელითაა ცნობილი, “ბეტისთან” ახალი კონტრაქტი გააფორმა. აღნიშნული ინფორმაცია სევილიური კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა დაადასტურა.

27 წლის ფეხბურთელი ახალი ხელშეკრულების მიხედვით, “ბენიტო ვილამარინზე” 2020 წლის 30 ივნისამდე დარჩება.

შეგახსენებთ, რომ ბრაზილიელი ნახევარმცველი ანდალუსიურ კლუბში 2015 წლის ზაფხულში გადავიდა. მან მიმდინარე სეზონში “ბეტისის” მაისური 20-ჯერ მოირგო და 2 საგოლე გადაცემა მიითვალა.

თეგებიპეტროსი
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116062