ფეხბურთი

18:00 | 16.02.2017 | ნანახია [] - ჯერ

"საბურთალომ" "ორენბურგთან" ფრედ ითამაშა

"საბურთალომ" ბელეკში საკონტროლო მატჩი გამართა რუსეთის პრემიერლიგელ "ორენბურგთან" და 1:1 დაასრულა. თბილისელები აგებდნენ და ბოლო წუთზე მცველმა გაგი მარგველაშვილმა თავურით გაათანაბრა ანგარიში.

თამაში "საბურთალოს" უპირატესობით წარიმართა, თუმცა ისე მოხდა, რომ შეხვედრის 31-ე წუთზე მოწინააღმდეგე დაწინაურდა: კერძოდ, ანზორ სანაიამ გაიტანა. სანაია რუსეთის მოქალაქეა. შესვენებამდე გათანაბრების კარგი შანსი ჰქონდა ლუკა ლაკვეხელიანს, რომლის დარტყმული მეკარემ მოიგერია. ასევე ხელსაყრელი მომენტი შეექმნა გიორგი ფანცულაიას.

მეორე ნახევრიდან ჩაერთო თამაშში და "საბურთალოში" დებიუტი ჰქონდა ზურაბ არზიანს, რომელმაც "საბურთალოსთან" რამდენიმე დღის წინ გააფორმა ხელშეკრულება. მატჩის მიწურულს ფლანგიდან კარგად გაირჯა ნოდარ იაშვილი, რომლის ჩაწოდებულზე ლაშა შინდაგორიძე ურტყამდა, თუმცა მცველები ბურთს გადაეღობნენ და კუთხურზე მოიგერიეს. სწორედ ამ სტანდარტულს მოჰყვა გოლი - ვაგნერის გადაცემის შემდეგ, მარგველაშვილმა თავით ეფექტური გოლი გაიტანა.

მორიგ შეხვედრას ჩვენი კლუბი 19 თებერვალს დანიის პირველი ლიგის "ვეილესთან" გამართავს.

საბურთალო-ორენბურგი 1:1

საბურთალო: კუპატაძე, იაშვილი, მარგველაშვილი, ცნობილაძე (ელვინ ტერა 60), ნადარაია (ლაკვეხელიანი 39), ვაგნერი, ალთუნაშვილი (არზიანი 60), მამუჩაშვილი, ხარაიშვილი, შინდაგორიძე, ფანცულაია (კოხრეიძე 54).

ორენბურგი: აბაკუმოვი, რუდენკო, ივანოვი, ჟუნიჩი, ანდრეევი, ბორდაჩევი, პომერკო, პარნიაკოვი, ბრეევი, შოგენოვი, დელკინი. შეცვლაზე შევიდნენ: სანაია, ელგუჯა ლობჟანიძე, რუდაკოვი, კაიკოვი, კრივორუჩკო.

"საბურთალოს" პრესსამსახური

თეგებისაბურთალო
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.133014