ფეხბურთი

16:18 | 16.02.2017 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ისლანდიას უმასპინძლებს

საქართველოს 21-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრები მომავალ თვეში ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს. სფფ-ის პრესსამსახურის ცნობით, საქართველოსა და ისლანდიის ფეხბურთის ფედერაციებს შორის მოლაპარაკების შედეგად გადაწყდა, რომ გია გეგუჩაძის შეგირდები ისლანდიელ თანატოლებს თბილისში უმასპინძლებენ. მატჩები 22 და 25 მარტს ჩატარდება.

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ევროპის 2019 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირისთვის ემზადება, რომელშიც მისი მეტოქეები დანიის, პოლონეთის, ლიტვისა და ფარერის კუნძულების ნაკრებები არიან. გეგუჩაძის გუნდი შესარჩევში 1 სექტემბერს, პოლონეთთან საშინაო მატჩით ჩაებმება (შესარჩევის კალენდარი სრულად).

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116296