ფეხბურთი

14:11 | 16.02.2017 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი წიტაიშვილი კიევის "დინამოს" განაცხადშია

იევის "დინამომ" უკრაინის პრემიერლიგის მეორე წრისთვის, განაცხადში გიორგი წიტაიშვილიც შეიყვანა. გიორგი წიტაიშვილი 2000 წლის ნოემბერშია დაბადებული, ჯერ მხოლოდ 16 წლისაა და უკრაინის ასაკობრივ ნაკრებებშიც აქვს ნათამაშები.

გიორგი გახლავთ კლიმენტი წიტაიშვილის ვაჟი. კლიმენტი, როგორც იცით, საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებში თამაშობდა, სხვადასხვა კლუბებში გახლდათ, მათ შორის თბილისის "დინამოში", "ანორთოსისში", ლარნაკას აეკ-ში...

გიორგი წიტაიშვილი კიევის "დინამოს" აკადემიის აღზრდილია და უკრაინის 17-წლამდელთა ნაკრების ლიდერიცაა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.108178