სარეკლამო ადგილი - 3
227 x 91
სხვა

15:12 | 16.02.2017 | ნანახია 235 - ჯერ

შეხვედრა სასკოლო სპორტის განვითარების მიზნით

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში სკოლებში სპორტის სახეობების დანერგვის თემაზე შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაში მონაწილეობდნენ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძე, სპორტის პოლიტიკისა და მართვის დეპარტამენტის უფროსი ირაკლი დოლაბერიძე და სპორტის კვლევისა და ანალიზის სამმართველოს უფროსი ვასილ ლიპარტელიანი. ასევე განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ხელმძღვანელობა. აქტიურად ჩართული იყვნენ სპორტული ფედერაციების წარმომადგენლები (ბადმინტონის ეროვნული ფედერაცია, კალათბურთის ფედერაცია, მაგიდის ჩოგბურთის ეროვნული ფედერაცია, რაგბის კავშირი, ფეხბურთის ფედერაცია, ფრენბურთის ეროვნული ფედერაცია, ხელბურთის ეროვნული ფედერაცია).

შეხვედრა მიზნად ისახავდა სკოლებში სპორტის სახეობების დანერგვისა და შესაბამისი მიმართულებებით ფიზიკური აღზრდის მასწავლებელ-მწვრთნელების გადამზადებისათვის სამოქმედო გეგმის შემუშავებას.

აღნიშნული მიზნის მისაღწევად მხარეებმა დაგეგმეს პროექტის მიმდინარეობის ეტაპები და განსახორციელებელი ღონისძიებები.

სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს პრესსამსახური

სარეკლამო ადგილი - 25
710 x 104
Loading...

კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
15:21 | 16.02.2017
ქართული სპორტის გულშემატკივარი (36)

ეს შეხვედრა, "შეხვედრისთვის" იყო ალბად. რომელ მიზანზე და ფიზიკურ აღზრდაზეა ლაპარაკი, როდესაც სკოლებში გაუქმებული, ამოღებული და საერთოდ არ ტარდება ფიზკულტურის გაკვეთილები!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!! კომერციული სკოლებია სადაც არ აქვთ გარეთ მოედნები, ეს კი არა საერთოდ არ აქვთ სპორტული დარბაზები !!!!!!!!!!!!!!!!!!!

სარეკლამო ადგილი - 4
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 22
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 531
სარეკლამო ადგილი - 15
120 x 600
0.101764