ფეხბურთი

13:46 | 16.02.2017 | ნანახია 4068 - ჯერ

„ბარსელონაში“ ახალი მთავარი მწვრთნელის მიწვევის შესაძლებლობას განიხილავენ

კატალონიური „ბარსელონას“ ხელმძღვანელობა გუნდში ახალი მთავარი მწვრთნელის მიწვევის ვარიანტს განიხილავს.

AS-ის ინფორმაციით, კლუბის პრეზიდენტი ხოსეპ მარია ბართომეუ უახლოეს დღეებში სპორტულ დირექტორ რობერტო ფერნანდესს შეხვდება და ზემოთნახსენებ საკითხზე ისაუბრებენ. აქამდე ბართომეუ და მისი თანამშრომლები ამჟამინდელ მთავარ მწვრთნელ ლუის ენრიკესთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე მუშაობდნენ, თუმცა ბოლო დღეებში განვითარებულმა მოვლენებმა სიტუაცია რადიკალურად შეცვალა.

ადრე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ „ბარსელონას“ ფეხბურთელებს ლუის ენრიკეს ტაქტიკური მონახაზები, შემადგენლობის როტაცია და შეცვლები არ მოსწონდათ. ისინი იმედს გამოთქვამდნენ, რომ მიმდინარე სეზონის დასრულებისთანავე ენრიკე კლუბს დატოვებს.

მთავარ მწვრთნელს „ბარსელონასთან“ კონტრაქტის ვადა სწორედ 2017 წლის ზაფხულში ეწურება, თუმცა ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალში პსჟ-სთან 0:4 მარცხის შემდეგ, მისი შემცვლელის მოძებნის საკითხი აქტუალური გახდა. პსჟ-სთან განმეორებითი მატჩი 8 მარტს გაიმართება.

ოსასუნა   1 - 2    ბეტისი

შემადგენლობა

მოვლენები

ესპანიოლი   3 - 3    ეიბარი

შემადგენლობა

მოვლენები

ვალენსია   2 - 3    ბარსელონა

შემადგენლობა

მოვლენები

სოსიედადი   3 - 0    ალავესი

შემადგენლობა

მოვლენები

გრანადა   0 - 0    ხიხონი

შემადგენლობა

მოვლენები

სელტა   4 - 1    დეპორტივო

შემადგენლობა

მოვლენები

სევილია   1 - 0    ატლეტიკო

შემადგენლობა

მოვლენები

მალაგა   4 - 0    ლეგანესი

შემადგენლობა

მოვლენები

ვილიარეალი   2 - 1    ლას პალმასი

შემადგენლობა

მოვლენები

რეალი   2 - 1    ბილბაო

შემადგენლობა

მოვლენები

სარეკლამო ადგილი - 25
710 x 104
Loading...

კომენტარები (18)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
03:48 | 18.02.2017
berodaviti (3942)

ბასკური ალავესი ემზადება...

23:36 | 17.02.2017
berodaviti (3942)

გვარდიოლას ბარსელონა იყო საუკეთესო და ვერ განმეორდება, ბავარიამ 7:0 დაუსვა წერტილი...

11:13 | 17.02.2017
BEERTRANCE (94528)

ისე ვაცალოთ შეიძლება რაიმე მაგნიტური დღე იყო და ფიფიას სინდრომი იყო, და გადაუვლით მოგვიანებით დDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDD

00:44 | 17.02.2017
federerjamesliverpooldelpotro (5108)

ბუსკეტსი როგორ დაეტყო გუნდს მაგის ჩავარდნა ენრიკეც უნდა გაუშვან სამპაოლი თუ მივიდა უკეთესია

19:40 | 16.02.2017
zura-mesi (5553)

რეალურად სხვადასხვა პოზიციებია გასაძლიერებელი, მარტო მწვრთნელის შეცვლით არა მგონია პრობლემები მოგვარდეს. ისე, ნაფტალინის სუნი დადგა საიტზე, ისეთი გუნდის ფანები დაცინიან ბარსას აგერ გიტოვებთ ესპანურ გუნდებს და აბა თქვენ იცით დარწმუნდებით რაცაა კოპას მოგება

22:34 | 16.02.2017
tato777 (1093)

ისეთი გუნდის ფანების დასცინიან ბარსას, რომლებსაც თითქმის 30 წელია საკუთარი ქვეყნის ჩემპიონატი არ მოუგიათ და თურმე ბარსასთვის ინტერტოტოს თასია ზედგამოწერილი.)))))))

19:24 | 16.02.2017
taziiik (1605)

კი მაგრამ მსნ არ მოიგო 2 წლის წინ ლიგა????? და ყველაფერი?????? ყოველ წელიწადს ხო არ მოიგებენ ყველაფერს? რეალმაც წააგო ბაიერმაც და ბარსამაც დიდი აგნარიშებით თუნდაც ერთმანეთთან..... მემგონი სასწაული არაფერი არ მომხდარა არ გაუმართლა და ამოტენეს.. .რეალმა 4 0 წააგო თავის სტადიონზე ბარსასთან მარა ლიგა მოიგო...

18:50 | 16.02.2017
dinamo222 (3652)

რა ეჩქარებათ იქნება სახლში 5-0 მოუგონ პსჟ ს DD

17:19 | 16.02.2017
ფრენკი (36249)

არუნდა გაუშვან არა აბა ბიჭი ყოველ წელს ან ყოველ მეორე წელს დადებენ ტრიპლეწებს იბიომაწ რობოტები კიარა ადამიანები არიან ფეხბურთელებიც ბარსელონა 5 წელიწადში 2 იგებს ლიგას და ზოგიერთ გრანდს 1 ლიგაც ენატრება
აი ძალიან არმიყვარს პატარა წაბორძიკებაზე ეგრევე რო პანიკა იმართება და მწვრთნელების შეცვა შემოცვლები ხდება

17:03 | 16.02.2017
dubligi23 (440)

არა..მაინც რაღაც ხდება..მე იმ ამბავში ვამბობ, რომ რაც არ უნდა დაბერდნენ, პსჟ ბარსას 4-0 მეტისმეტია..ენრიკეს სტილი აGარ უნდათ..თუ 8 მარტამდე ტრენერი შეცვალეს...8 მარტს ბარსა 3-4 ბურთს გაიტანს...აი რამდენს გაუშვებს...და თუ ესე მოხდა, ესეიგი ძალით წააგეს, თუმცა მაგ ძალით წაგებაში 0-4 ალბათ არ იყო ჩაფიქრებული..თან პსჟ ყველაფერი გამოუვიდა რა...რა ვი, მე ესე ვფიქრობ...და თუ ტრენერი შეიცვალე უახლოეს ხანში, მაშინ კი არ ვფიქრობ და ეგრეა...

16:41 | 16.02.2017
Torres9 (12489)

ინტერტოტო უნდა აღსდგეს და იქ უნდა ითამაშოს მომავალში მესის და ინიესტას წასვლის მერე ბარსამ)))
რას ვიზამთ ყველაფერი უბრუნდება ბოლო ბოლო საწყისს)))

16:39 | 16.02.2017
Torres9 (12489)

კარგია კარგი აირიეთ კიდე სეზონის ბოლომდე კოპა დელ რეის მგლებო))

16:23 | 16.02.2017
baraka (811)

ნეტა მანდ ხომ არ გაგვექცა გრონი ტორაღაც საეჭვოდ ემთხვევა მოვლენები ერთმანეთს

16:15 | 16.02.2017
19.05.2012 (1712)

16:14 | 16.02.2017
Nickolas (2262)

აზრი არ აქვს, ამ შემადგენლობით ბევრად განსხვავებულ ფეხბურთს ვერ ათამაშებს ვერავინ. მსნ-ია დასაშლელი

14:51 | 16.02.2017
რაჭა (9150)

აი, თურმე რატომ გაიქცა გროზნი.....

14:39 | 16.02.2017
კორბენ კირილეს ძე კვინტრაია (8410)

მე მგონი ზოგადად ბარსას "ოქროს ხანა" სრულდება. ხავიესტა დაიშალა და რაც მთავარია მესი იწყებს დაბერებას. შესაბამისად ვეღარასოდეს აღდგება ის განუმეორებელი სტილი რომელმაც სუპერშედეგები მოუტანა გუნდს. კი იტყვიან, ჩვენს ფილოსოფიას არ ვღალატობთო და რაღაც ამის მსგავსი ექნებათ, მაგრამ სხვების შესრულებით იმ სიმაღლეებზე ვეღარ გავა ბლაუგრანა.
ბარსა ყოველთვის იქნება ანგარიშგასაწევი, ყურებადი, მრავალფეროვანი... მაგრამ ისეთი მკვლელი მანქანა ვეღარ. განა ცუდი ფეხბურთელები თამაშობდნენ 2000-იანების პირველ წლებში ? მაგრამ არასტაბილურები იყვნენ. გვახსოვს დაღვრემილი პრეზიდენტი გასპარი და თეთრცხვირსახოცაფრიალებული "ნოუ კამპი". მერე კი მივიდნენ რაიკაარდი და რონალდინიო და ყველაფერი დალაგდა. შეიქმნა კარგი ფუნდამენტი, გამოჩნდა მესიც და გვარდიოლას მწვრთნელად დანიშვნის შემდეგ დიადი ერაც დაიწყო.
ყველაფერს აქვს დასასრული, თუნდაც დროებითი. ახალი მწვრთნელი ამ სიტუაციას ვერ შეცვლის.

00:30 | 17.02.2017
Henry1711 (373)

ჩემდა სამწუხაროდ გეთანხმები მაგრამ თუ ნებას მოგვცემ კორბენ ბიძია ძლიერ ტაქტიკოსს მოვსინჯავთ მწვრთნელად რაიცი რა ხდება ))

14:17 | 16.02.2017
valeri8848 (1659)

ენრიკო ბიჭო დაგენძრაააააა????

14:05 | 16.02.2017
babuna18 (277)

იმედია ფეხბურთელებმა არ გაუჩალიჩეს,რაც არ უნდა მოსწონდეთ ტაქტიკა მემგონი ამას არ იკადრებდნენ

სტატისტიკა
0.21288