ფეხბურთი

11:34 | 16.02.2017 | ნანახია 1151 - ჯერ

თბილისის „ლოკომოტივმა“ „დნიპროს“ აჯობა (+VIDEO)

თურქეთში მოსამზადებელ შეკრებაზე მყოფმა თბილისის „ლოკომოტივმა“ მეორე ამხანაგური მატჩი გამართა. გიორგი დევდარიანის შეგირდები ამჯერად უკრაინულ „დნიპროს“ დაუპირისპირდნენ და 2:1 იმარჯვეს.

ანგარიში 60-ე წუთზე თბილისელთა კაპიტანმა დავით უბილავამ საჯარიმოს მისადგომებიდან მოხდენილი დარტყმით გახსნა, 81-ე წუთზე კი გიორგი რეხვიაშვილმა შესანიშნავად შეასრულა საჯარიმო დარტყმა და ორამდე გაზარდა მისი გუნდის უპირატესობა. უკრაინელებმა ერთი ბურთი მატჩის მიწურულს გაქვითეს.

გიორგი დევდარიანმა „ლოკომოტივი“ ასეთი შემადგენლობით ათამაშა:

ქურდაძე (შეროზია), უბილავა, გაბაძე (თომაშვილი), რეხვიაშვილი, ღონღაძე (ვარძელაშვილი), ჭანტურია (ძებნიაური), სამურკასოვი (დიასამიძე), კიკაბიძე (ჩიტეიშვილი), ქავთარაძე (ბუღრიძე), კომახიძე (არველაძე), სიხარულიძე (გავაშელიშვილი)

შეგეხსენებთ, რომ "ლოკომოტივმა" პირველი სპარინგი თურქეთში 12 თებერვალს, დანიურ "ჰელსინგორთან" ნოდარ ქავთარაძისა და ირაკლი კომახიძის გოლებით 2:0 მოიგო. თბილისელები მესამე ამხანაგურ მატჩს 18 თებერვალს, ყაზახური "ქაისარის" წინააღმდეგ გამართავენ.

"ლოკომოტივის" პრესსამსახურის ფოტო

DNIPRO TV-ს ვიდეო

სარეკლამო ადგილი - 25
710 x 104
Loading...

კომენტარები (6)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
16:14 | 16.02.2017
LA.paata (649)

მოკლედ ამხანაგურების ლომები რატომღაც საერთაშორისოს კურდღლებად ნაქცევი გუნდები გვყავს..

16:13 | 16.02.2017
kakhaberry (2230)

ჰელსინგბორგი არა, ჰელსიგორი
Helsingør, also known as Elsinore, is a port city in eastern Denmark.

მეთევზეებს და საპოჟნიკებს ეთამაშებიან, ჰელსინგბორგს მეტი საქმე არ აქვს.
დნიპროც ალბათ ახალგაზრდული ან სამოყვარულო გუნდით იქნებოდა

16:14 | 16.02.2017
kakhaberry (2230)

ნ გამომრჩა

16:01 | 16.02.2017
levani82 (39127)

Sandro993

ის ჰელსინბორგია და ეს ჰელსინგორი

16:08 | 16.02.2017
Sandro993 (245)

Ahaa...mashin mebodishi

14:35 | 16.02.2017
Sandro993 (245)

Erti zedmetia gundi

14:34 | 16.02.2017
Sandro993 (245)

Helsinborgi rodis aqetaa Daniis gundიgundi?

12:20 | 16.02.2017
ირაოლა (5)

დავიბრიყვეთ დნიპრო

სტატისტიკა
0.310202