სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
ჭიდაობა

10:22 | 16.02.2017 | ნანახია [] - ჯერ

ბერძენ-რომაელებმა ევროგანაცხადი შეავსეს
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში, საქართველოს 2017 წლის ჩემპიონ-პრიზიორები რვავე წონით კატეგორიაში გამოვლინდნენ და შესაბამისად, გამოიკვეთა ეროვნული ნაკრების შემადგენლობა, რომელიც ევროპის ჩემპიონატზე მიიღებს მონაწილეობას.

გუშინ შიდა კონკურენციაში დარჩენილი ოთხი წონითი კატეგორიის მოჭიდავეები ჩაებნენ. 66 კილოგრამში ყველას სამტრედიელმა ფალავანმა გოგა გოგიბერაშვილმა აჯობა. ფინალის გზაზე მან აჭარლები ედნარ შავაძე და მურად მიქელაძე და ოზურგეთელი გიორგი გუჯაბიძე დაამარცხა. გადამწყვეტ ბრძოლაში კი სენაკელ გიორგი დავითაიას აჯობა.

75 კილოგრამ წონით კატეგორიაში კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე აჭარელი გელა ბოლქვაძე ავიდა, ფინალში გარდაბნელი თორნიკე ძამაშვილის ძლევით. იქამდე კი მომავალმა ჩემპიონმა ორი მეტოქე ჩამოიშორა: თბილისელი ბაკურ გოგოლი და მარტყოფელი ბექა მამუკაშვილი.

85 კილოგრამში ოქროს მედალს უმთავრესი ფავორიტი - გარდაბნელი რობერტ კობლიაშვილი დაეუფლა. ევროპის შარშანდელი ჩემპიონატის ფინალისტმა შიდა კონკურენციაში რუსთაველ გიორგი ბოლღაშვილს, წყალტუბოელ იონა ფირცხალავას, თბილისელ შალვა ხაჩიძესა და ბაღდადელ მათე სოფაძეს მოუგო.

მძიმე წონაში კი ხალიჩაზე მხოლოდ ოთხი მოჭიდავე გავიდა და შინ ოთხივემ მედალი წაიღო. წრიული სისტემით ჩატარებულ შეჯიბრებაში საუკეთესო შედეგი მცხეთელმა ლევან არაბულმა აჩვენა, რომელმაც სამივე კონკურენტი დაამარცხა.

საქართველოს ჩემპიონებით დაკომპლექტებული ეროვნული ნაკრები 2-7 მაისს, ახალი მთავარი მწვრთნელის - ბექა როყვას ხელმძღვანელობით, სერბეთის ქალაქ ნოვი სადში გასამართ ევროპის ჩემპიონატზე მიიღებს მონაწილეობას.

ბერძნულ-რომაული ჭიდაობა

საქართველოს ჩემპიონატი

თბილისი

59 კგ

  1. ლერი აბულაძე (აჭარა)

2 დავით ჩხარტიშვილი (ოზუგეთი)

3 ბექა ბალანჩივაძე (წყალტუბო)

3 ლაშა მარიამიძე (თბილისი)

66 კგ

1 გოგა გოგიბერაშვილი (სამტრედია)

2 გიორგი დავითაია (სენაკი)

3 არჩილ თურმანიძე (აჭარა)

3 მურად მიქელაძე (აჭარა)

71 კგ

1 გოგა აფრიამაშვილი (ადიგენი)

2 გიორგი ფოცხვერაშვილი (გარდაბანი)

3 რამაზ ზოიძე (აჭარა)

3 საჩინო დავითაია (სენაკი)

75 კგ

1 გელა ბოლქვაძე (აჭარა)

2 თორნიკე ძამაშვილი (გარდაბანი)

3 ბაკურ გოგოლი (თბილისი)

3 მინდია წულუკიძე (აჭარა)

80 კგ

1 ზურაბ დათუნაშვილი (თბილისი)

2 ლაშა გობაძე (აჭარა)

3 გიორგი ცირეკიძე (ქუთაისი)

3 ვარლამ კვარაცხელია (ხობი)

85 კგ

1 რობერტ კობლიაშვილი (გარდაბანი)

2 მათე სოფაძე (ბაღდათი)

3 ნიკოლოზ კელასოვი (აჭარა)

3 შალვა ხაჩიძე (თბილისი)

98 კგ

1 კუკური კირცხალია (თბილისი)

2 რევაზ ნადარეიშვილი (თბილისი)

3 სულხან ბუიძე (თბილისი)

3 ირაკლი ქაჯაია (წყალტუბო)

130 კგ

1 ლევან არაბული (მცხეთა)

2 ბექა კანდელაკი (თბილისი)

3 სანდრო დიხამინჯია (თბილისი)

3 შოთა გოგისვანიძე (ქუთაისი)

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 13
დაკიდული მარცხენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 14
დაკიდული მარცხენა ქვედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
დაკიდული მარჯვენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
დაკიდული მარჯვენა ქვედა
120 x 600
0.109769
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X