სარეკლამო ადგილი - 3
227 x 91
ჭიდაობა

10:22 | 16.02.2017 | ნანახია 2959 - ჯერ

ბერძენ-რომაელებმა ევროგანაცხადი შეავსეს

ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში, საქართველოს 2017 წლის ჩემპიონ-პრიზიორები რვავე წონით კატეგორიაში გამოვლინდნენ და შესაბამისად, გამოიკვეთა ეროვნული ნაკრების შემადგენლობა, რომელიც ევროპის ჩემპიონატზე მიიღებს მონაწილეობას.

გუშინ შიდა კონკურენციაში დარჩენილი ოთხი წონითი კატეგორიის მოჭიდავეები ჩაებნენ. 66 კილოგრამში ყველას სამტრედიელმა ფალავანმა გოგა გოგიბერაშვილმა აჯობა. ფინალის გზაზე მან აჭარლები ედნარ შავაძე და მურად მიქელაძე და ოზურგეთელი გიორგი გუჯაბიძე დაამარცხა. გადამწყვეტ ბრძოლაში კი სენაკელ გიორგი დავითაიას აჯობა.

75 კილოგრამ წონით კატეგორიაში კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე აჭარელი გელა ბოლქვაძე ავიდა, ფინალში გარდაბნელი თორნიკე ძამაშვილის ძლევით. იქამდე კი მომავალმა ჩემპიონმა ორი მეტოქე ჩამოიშორა: თბილისელი ბაკურ გოგოლი და მარტყოფელი ბექა მამუკაშვილი.

85 კილოგრამში ოქროს მედალს უმთავრესი ფავორიტი - გარდაბნელი რობერტ კობლიაშვილი დაეუფლა. ევროპის შარშანდელი ჩემპიონატის ფინალისტმა შიდა კონკურენციაში რუსთაველ გიორგი ბოლღაშვილს, წყალტუბოელ იონა ფირცხალავას, თბილისელ შალვა ხაჩიძესა და ბაღდადელ მათე სოფაძეს მოუგო.

მძიმე წონაში კი ხალიჩაზე მხოლოდ ოთხი მოჭიდავე გავიდა და შინ ოთხივემ მედალი წაიღო. წრიული სისტემით ჩატარებულ შეჯიბრებაში საუკეთესო შედეგი მცხეთელმა ლევან არაბულმა აჩვენა, რომელმაც სამივე კონკურენტი დაამარცხა.

საქართველოს ჩემპიონებით დაკომპლექტებული ეროვნული ნაკრები 2-7 მაისს, ახალი მთავარი მწვრთნელის - ბექა როყვას ხელმძღვანელობით, სერბეთის ქალაქ ნოვი სადში გასამართ ევროპის ჩემპიონატზე მიიღებს მონაწილეობას.

ბერძნულ-რომაული ჭიდაობა

საქართველოს ჩემპიონატი

თბილისი

59 კგ

  1. ლერი აბულაძე (აჭარა)

2 დავით ჩხარტიშვილი (ოზუგეთი)

3 ბექა ბალანჩივაძე (წყალტუბო)

3 ლაშა მარიამიძე (თბილისი)

66 კგ

1 გოგა გოგიბერაშვილი (სამტრედია)

2 გიორგი დავითაია (სენაკი)

3 არჩილ თურმანიძე (აჭარა)

3 მურად მიქელაძე (აჭარა)

71 კგ

1 გოგა აფრიამაშვილი (ადიგენი)

2 გიორგი ფოცხვერაშვილი (გარდაბანი)

3 რამაზ ზოიძე (აჭარა)

3 საჩინო დავითაია (სენაკი)

75 კგ

1 გელა ბოლქვაძე (აჭარა)

2 თორნიკე ძამაშვილი (გარდაბანი)

3 ბაკურ გოგოლი (თბილისი)

3 მინდია წულუკიძე (აჭარა)

80 კგ

1 ზურაბ დათუნაშვილი (თბილისი)

2 ლაშა გობაძე (აჭარა)

3 გიორგი ცირეკიძე (ქუთაისი)

3 ვარლამ კვარაცხელია (ხობი)

85 კგ

1 რობერტ კობლიაშვილი (გარდაბანი)

2 მათე სოფაძე (ბაღდათი)

3 ნიკოლოზ კელასოვი (აჭარა)

3 შალვა ხაჩიძე (თბილისი)

98 კგ

1 კუკური კირცხალია (თბილისი)

2 რევაზ ნადარეიშვილი (თბილისი)

3 სულხან ბუიძე (თბილისი)

3 ირაკლი ქაჯაია (წყალტუბო)

130 კგ

1 ლევან არაბული (მცხეთა)

2 ბექა კანდელაკი (თბილისი)

3 სანდრო დიხამინჯია (თბილისი)

3 შოთა გოგისვანიძე (ქუთაისი)

სარეკლამო ადგილი - 25
710 x 104
Loading...

კომენტარები (13)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
11:14 | 17.02.2017
maxo_65 (5548)

მიხარია დავით ხუციშვილის დაბრუნება..მაგარი ბიჭია,რომ არა ტრამვა, ხინჩაგაშვილზე არანაკლები შედეგი ექნებოდა..

11:00 | 17.02.2017
toshihiko (1175)

გენო რა მგელია, მარა ხანდახან რა ემართება , თითქოს ითიშებაო და ინიციატივას უთმობს მეტოქეს. ოლიმპიადაზეც ამიტომ წააგო, თორემ იმ ირანელზე 1 თავით მაღლა იდგა

10:38 | 17.02.2017
mst (1456)

ეს მეტრეველი სად ამოთხარეს

09:50 | 17.02.2017
mst (1456)

ფუ თქვენი ქათმებო იანტბელიძე დაღუპავს ნაკრებს,ინერციით ერთი წელი იჭიდავებენ ხინჩაგალომტაძე და გენო და შემდეგ დაიწყება დიდი რეგრესი მოაშორეთ იანტბელიძე

20:49 | 16.02.2017
mst (1456)

ბარემ იხმარე ალიევ შე პატრონ აფეთქებულო ჯულაყიძეა თუ ვიღაც ოხერი,იანტბელიძე იმიტომ დანიშნეს მწვრთნელად ნაციონალების ცემაში რომმიიღო მონაწილეობა და პირველივე ტურნირზე ჩაისვარა.როდესაც ისეთი ნაკრენბი მიგყავს სპეციალურად რომელიც ყველასთან გაფარჩაკდება და ქვეყანას შეარცხვენს ,ღალატის ტოლფასია,

16:38 | 16.02.2017
tiko (4539)

იმედია ყველაფერი კარგად ჩაივლს

13:00 | 16.02.2017
toshihiko (1175)

მძიმეში ქაჯაია და პატარიძე რატომ არ იყვნენ?

11:37 | 16.02.2017
neeskensi (2331)

ამ შემადგენლობით წასვლას რა აზრი ჰქონდა ვერ ვხვდები...თუ აშშ-მ, აზერბაიჯანმა, მონღოლეთმა პირველი შემადგენლობები გამოიყვანეს ჩვენ არ გვეკადრებოდა?...მარტო მარსაგა და გენო თუ იზავენ რამეს...

10:56 | 16.02.2017
neeskensi (2331)

სულ მალე საქართველოს თავისუფალი სტილით ნაკრები მსოფლიოს თასზე პირველ შეხვედრას აშშ-ს ნაკრებთან გამართავს. შეხვედრა ხალიჩა ა-ზე გაიმართება.ლინკი არ იდება ჭიდაობის მსოფლიო ფედერაციის საიტზე შედით

10:55 | 16.02.2017
neeskensi (2331)

კომენტარი დაბლოკილია ცენზურის ავტომატური ბლოკირების მიერ, ის შეიძლება დაიშვას მოდერატორის მიერ

10:53 | 16.02.2017
neeskensi (2331)

კომენტარი დაბლოკილია ცენზურის ავტომატური ბლოკირების მიერ, ის შეიძლება დაიშვას მოდერატორის მიერ

10:53 | 16.02.2017
neeskensi (2331)

კომენტარი დაბლოკილია ცენზურის ავტომატური ბლოკირების მიერ, ის შეიძლება დაიშვას მოდერატორის მიერ

10:38 | 16.02.2017
ბაგი-რეი (600)

ბაღდათელია მათე სოფაძე და არა... ბაღდადელ..იიი

სარეკლამო ადგილი - 4
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 22
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 531
სარეკლამო ადგილი - 15
120 x 600
0.127838