სარეკლამო ადგილი - 3
227 x 91
ჩოგბურთი

1:50 | 16.02.2017 | ნანახია 5141 - ჯერ

დამაჯერებელი თამაშით - ბასილაშვილმა ტომპსონს რევანში აუღო (+VIDEO)

საქართველოს ნომერ პირველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილამ მემფისის ღია ტურნირის პირველ წრეში ამერიკელი ჯორდან ტომპსონი დამაჯერებლად, ერთი ამოსუნთქვით, 1 საათსა და 6 წუთში 6:3, 6:0 დაამარცხა და მერვედფინალში გავიდა. მსოფლიოს რეიტინგში 67-ე პოზიციაზე მყოფმა ქართველმა მეტოქეს სრულფასონავი რევანში აუღო. მიმდინარე წლის 10 იანვარს ბრისბენის ტურნირის პირველ წრეში ნიკამ ტომპსონთან 5:7, 2:6 წააგო.

განვლილ შეხვედრაში ბასილაშვილი საკმაოდ კარგად თამაშობდა. პირველ სეტში პირველივე გეიმზე ქართველმა მსოფლიოს 63-ე ჩოგანს მოწოდება აართვა და ამის შემდეგ სეტში გამარჯვება არ გაუჭირდა. ტომპსონმა მერვე გეიმზე გაიბრძოლა და შეეცადა ნიკას მოწოდებაზე ანგარიში 4:4 გაეხადა, თუმცა ბასილაშვილმა კარგად ითამაშა და გეიმი შემოატრიალა.

მეორე სეტში ქართველმა მეტოქეს შანსი არ დაუტოვა და ერთი გეიმიც არ მოაგებინა, 6:0 გაიმარჯვა და შემდეგ ეტაპზე გავიდა. მერვედფინალში ნიკოლოზის მეტოქე ტურნირის პირველი ნომერი ივო კარლოვიჩი იქნება. ხორვატი ჩოგბურთელი მსოფლიოს რეიტინგში მე-20 ადგილზე იმყოფება.

კარლოვიჩი აუღებელი დარტყმებითაა ცნობილი, ნიკას აქამდე ორჯერ შეხვდა და ორჯერვე ხორვატმა იმარჯვა. 2015 წელს კუალა ლუმპურში ივომ ქართველი 7:5, 4:6, 6:3 დაამარცხა, მანამდე კი დოჰაში მეტოქეს 7:6, 6:3 სძლია.

ტომპსონის დამარცხებით ბასილაშვილმა 20 სარეიტინგო ქულა და 10, 975 დოლარი გამოიმუშავა. ATP-ის ლაივ-რეიტინგში კი ქართველმა პოზიცია ორი ადგილით გაიუმჯობესა და 65-ე პოზიციაზეა.

სარეკლამო ადგილი - 25
710 x 104
Loading...

კომენტარები (18)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
09:21 | 17.02.2017
miriani (2317)

კორბენ სადა ხარ ქურთუკზე წარწერა შენზეა ძმაო...:-D :-D :-D ფაპირებამ კაცს ცოლი გააშვებინაო ;-)

04:32 | 17.02.2017
tuliko (15)

ბასილას ლინკი

03:23 | 17.02.2017
mushni (67225)

ლინკი დადეთ ბასილას იწყება კარლოსთან უკვე

01:02 | 17.02.2017
federerjamesliverpooldelpotro (2862)

დასანახად ვერ ვიტან კარლოვიჩს მაგის მომთაბარე დედას დავეცი. რთული თამაში ექნება მარა უნდა გაცდეს

13:12 | 16.02.2017
no roger no party (4313)

კარლოვიჩის თამაშს ვინც უყურებს ან ნანხი აკვს არ შეიძლება სიბრლულისგან არ დაეწვას გული მაგის საცოდაობის შემხედვარე მე პირადად ვერ ვუძლებ მაგის თამაშს არ მიყვარს ტანჯვა წამების ტურება ატპს ისტორიაში მაგაზე სლე იგროკი ალბატ არ ყოლია და არც ეყოლება ასეთი ლენჩის მნახველი არ ვარ არაფერი არ იცის ბურტის აგდების და ლაწანის გარდა ტეხნიკა უცხოა დაცვა არც გაუგია შეტევა ზერო მოჭრა ბადე ჰაერი ერთი მეორეზე უარესი უკანა ხაზზე ცალფეხა და ცალხელა უკეთ ითამაშებს საჩოგბურთო აიკიუ მინუს უსასრულობა და ის მოწოდებაც არ აკვს სრულყოფილი კაი მიღება და ეგრევე მომდევნო ტურნირის რეისი აკვს დასაჯავშნი ნიკამ უნდა მოუგოს უპრობლემოდ მარტო ჭირდება კაი მიღება და მორჩა ხოო მორჩა თვითონ მოიგვარებს ივო ეგრევე ფადის იკით ბურთს თუ გადაუტან მასტი დეპრესიაში ვარდება რა უკნას არ იცის

13:06 | 16.02.2017
no roger no party (4313)

ნიკამ უნდა მოუგოს მაგ მძორს 250 მოგების ასეთი შანსი მეეჭვება აწი მიეცეს ათეულის არცერთი იგროკი არ ყავს თუ ფინალში გავა შეიძლება ისნერი შეხვდეს ისიც შეიძლება იმიტომ რომ ისნერი ან მივა ან არა მანამდე

12:41 | 16.02.2017
ზღვის გოჭი ( კორბენა) (5051)

წინა კვირაში ორჯერ მომაგებინა ნიკოლოზმა. ასე გულუხვად მამაჩემი არ მაფინანსებდა ხოლმე ბიჭობაში DDDDDDDD
ეხლა კარლოვიჩთან მოგებაზე დავუდებ და თუ გამიმართლა მაგის გვარი უნდა დავიწერო ქურთუკზე და ისე ვიარო. ბოლობოლო ოფიციალური სპონსორი გამოდის DDDDDDDDD

15:44 | 16.02.2017
i_KAK_,,Oi'' (2017)

korben dallas ))

11:14 | 16.02.2017
Buratino (2318)

მიდი ნიკოლოზ, გააგორე ეგ აყლაყუდა ხორვატი - კაცი-მოწოდება რომელმაც მეტი არაფერი იცის. მაგას თუ აჯობებ, სერიოზული შანსი გექნება ამ ტურნირის მოგების და 50-ეულში შესვლის

11:03 | 16.02.2017
BEERTRANCE (91611)

წარმატებები

10:47 | 16.02.2017
dadado9 (14393)

ბასილაშვილი თუ მოუგებს კარლოვიჩს მერე 114 ჩოგანს და 300 ეულის იქით მყოფ ჩოგბურთელს შორის გამარჯვებულს ხვდება და მათ შორის გამარჯვებულსაც თუ მოუგებს 90 ქულა გამოუვა...

10:43 | 16.02.2017
sandrinio10 (1337)

კარლოვიჩს თუ გაცდება მერე არ უწევს ძლიერ მოწინააღმდეგესთან . და იმედია კაცდება ბებერ ხორვატს. მიდი ნიკუშშ ძმაა ხააარ!!!

10:37 | 16.02.2017
dadado9 (14393)

საღოლ ნიკა

09:34 | 16.02.2017
i_KAK_,,Oi'' (2017)

აი ნიკოლოზ, მასთე რა

08:43 | 16.02.2017
ogafa (3835)

ყოჩაღ ნიკოლოზ წარმატებები

03:01 | 16.02.2017
ilia_juventus (640)

ამ ბიჭს ძეგლი უნდა დავუდგათ

02:11 | 16.02.2017
raul-iker (5478)

ბასილა აღარ ხუმრობს, იმედია იმ ცხოველსაც მოახერხებს რამეს.

01:57 | 16.02.2017
LA.paata (752)

ბრავო ნიკოლოზ, წარმატებები!!!!

სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 22
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 531
0.118512