რაგბი

23:49 | 15.02.2017 | ნანახია [] - ჯერ

ლეიდლოუსთვის 6 ერი დასრულდა

შოტლანდიის ნაკრების კაპიტანი გრეიგ ლეიდლოუ მიმდინარე 6 ერის დარჩენილ ნაწილს გამოტოვებს. აღნიშნული ინფორმაცია “სქოთების” რაგბის კავშირის ოფიციალურმა ვებგვერდმა დაადასტურა.

31 წლის მორაგბე საფრანგეთთან წაგებული (16:22) შეხვედრის პირველ ნახევარში დაშავდა და მოედნის დატოვება მოუწია. როგორც გაირკვა, ლეიდლოუს ტერფი სერიოზულად აქვს დაზიანებული და შესაბამისად, მიმდინარე 6 ერის გათამაშებაში ვეღარ ითამაშებს. ჯერჯერობით, მისი დაბრუნების ზუსტი თარიღი უცნობია და ამის შესახებ, ექიმები მომდევნო კვირაში ზუსტად ისაუბრებენ.

“გლოსტერის” მოთამაშე შოტლანდიის ნაკრებში 2011 წლიდან თამაშობს და 58 მატჩში 582 ქულა აქვს მოპოვებული.

შეგახსენებთ, რომ “ნარშავები” ორი ტურის შემდეგ 6 ერის გათამაშებაში 5 ქულით მე-5 ადგილზე იმყოფებიან.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.140569