ფეხბურთი

20:47 | 15.02.2017 | ნანახია [] - ჯერ

პსჟ-მ მესის გეგმა შეუცვალა

არგენტინის ეროვნული ნაკრების და კატალონიის "ბარსელონას" შემტევი ლიონელ მესი ქაიროში გასამართ C ჰეპატიტის წინააღმდეგ მიძღვნილ ღონისძიებაზე დასასწრებად არ წავიდა, მიზეზი კი პსჟ-სთან მარცხია. ინფორმაციას ესპანური Sport-ი ავრცელებს.

"ბლაუგრანამ" ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის პირველ მატჩში "პარი სენ ჟერმენთან" სტუმრად 0:4 წააგო. მესის შეხვედრამდე გადაწყვეტილი ჰქონდა პარიზიდან ქაიროში გაფრენილიყო, თუმცა გეგმა შეცვალა და ესპანეთში დაბრუნდა, რათა მეორე დღიდანვე გუნდთან ერთად დაეწყო ვარჯიში.

პსჟ-ს და "ბარსელონას" განმეორებითი მატჩი "კამპ ნოუზე" 8 მარტს გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110444