სარეკლამო ადგილი - 3
227 x 91
ავტოსპორტი

18:04 | 15.02.2017 | ნანახია 1428 - ჯერ

„ჰონდა“ ძრავის შეცვლით დიდ რისკზე წავიდა

„ჰონდას“ ფ1-ის ძრავების პროექტის შეფი იუსუკე ჰასეგავა აღიარებს, რომ ახალი სეზონისთვის, განსხვავებული კონცეპციით ძრავის მომზადება, რისკთან არის დაკავშირებული.

ფორმულა 1-ში დაბრუნებიდან პირველ სეზონში კატასტროფულად ცუდი შედეგების შემდეგ, „ჰონდას“ აგრეგატს გასულ სეზონში სოლიდური პროგრესი ჰქონდა. თუმცა, მეტოქეებს - „მერსედესს“, „ფერარის“ და „რენოს“ მაინც ჩამორჩებოდა. სწორედ ამიტომ, იაპონურმა კომპანიამ რისკზე წასვლა გადაწყვიტა.

„ახალი ძრავის კონცეპცია სრულიად განსხვავებულია. ეს ძალიან დიდი რისკია. ჯერ არ ვიცით, ეს ახალი კონცეპცია რეალობაში როგორ იმუშავებს. ვიცით, რომ უკეთესი მახასიათებლების მოცემა შეუძლია, მაგრამ არ ვიცით, მისი პოტენციალის ათვისებას ამ სეზონშივე შევძლებთ, თუ არა“, - გამოცემა „ავტოსპორტთან“ საუბრისას ამბობს ჰასეგავა.

აგრეგატის ახალი კონცეპციით მომზადება მას შემდეგ გახდა შესაძლებელი, რაც ფორმულა 1-ში უარი თქვეს ეგრეთ წოდებულ ჟეტონების სისტემაზე. ახალ ძრავს შეცვლილი კონსტრუქციაც აქვს და ძალური დანადგარის შეთანწყობაც განსხვავებულია. ჰასეგავა ამბობს, რომ „ჰონდას“ მთავარი ყურადღება ისევ შიდაწვის ძრავზე აქვს გადატანილი. პარალელურად, ძალური დანადგარის სხვა ელემენტების სრულყოფის პროცესიც გაგრძელდება.

„ახალ სეზონში ჩვენ აქცენტს შიდაწვის ძრავზე გავაკეთებთ. თუ თუ გამონაბოლქვი აირის ენერგიას გავზრდით, მაშინ ტურბინის სიმძლავრეც უნდა გავზარდოთ. გარკვეული ტესტები ჩასატარებელი გვაქვს, რომელთა შემდეგაც, სრულყოფის პროცცესის გეგმას დავსახავთ. შეიძლება შიდაწვის ძრავი უკეთ ამუშავდეს, მაგრამ თუ სხვა ელემენტებიც ასევე კარგად არ იმუშავებს, სასურველ შედეგს ვერ მივიღებთ“, - დასძენს ჰასეგავა.

სარეკლამო ადგილი - 25
710 x 104
Loading...

კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
სარეკლამო ადგილი - 4
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 22
250 x 250
8.406981