თამაშგარე

17:24 | 15.02.2017 | ნანახია [] - ჯერ

დი მარიას ორი გოლი და ერთი ცოლი

გუშინ, როდესაც არგენტინელი ანხელ დი მარია კატალონიის “ბარსელონასთან” ინტიმურ ურთიერთობებს არკვევდა, ანხელის ცოლი, იორგელინა კარდოსო კიდევ ერთხელ რწმუნდებოდა, რომ მისი ქმრის გადაწყვეტილება სათამაშოდ პარიზულ კლუბში დარჩენასთან დაკავშირებით სწორი იყო და პრაგმატული.

არადა, გასულ ზაფხულს, იორგელინა ფრანგ “ყვითელ” მოკალმეებთან საუბარში იძახდა, რომ იგი დიდ პატივს სცემს პსჟ-ს და ამ კლუბის ქომაგიცაა, მაგრამ სჯეროდა, რომ ანხელ დი მარია კიდევ უფრო უკეთეს კლუბს იმსახურებდა და საფეხბურთო თვალსაზრისით საუკეთესო წლების საფრანგეთში გატარება არ ღირდა. ახლა როგორც ვვარაუდობთ, ანხელის მეუღლეს პოზიციის შეცვლა შეიძლება მოუწიოს.

აქვე უნდა ვთქვათ ისიც, რომ ანხელ დი მარია ნამდვილად არ გავს იმ ცნობილ ფეხბურთელებს, რომლებსაც ცოლად მოდელები და მსახიობები მოჰყავთ. დი მარიას იორგელინა ბავშვობიდან მოყოლებული უყვარდა და სწორედ იმიტომაც გააცოლა ეს ქალი. სიყვარული კიდევ, რკოსავით დაბლა არასოდეს ყრია...

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11372