ფეხბურთი

13:05 | 15.02.2017 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი მერებაშვილმა კლუბთან კონტრაქტი გააგრძელა

30 წლის ქართველმა ნახევარმცველმა გიორგი მერებაშვილმა პლოცკის "ვისლასთან" კონტრაქტი გააგრძელა. მერებაშვილს ამ სეზონის ბოლოს უმთავრდებოდა ხელშეკრულება, ამჯერად კი 2018 წლის ზაფხულამდე აქვს.

მერებაშვილი პლოცკის "ვისლაში" გასულ ზაფხულს გადავიდა და ექსტრაკლასას პირველ წრეში გუნდის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი გახლდათ. 16 მატჩში 4 გოლი გაიტანა და 2 საგოლე პასი გააკეთა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115189