ფეხბურთი

14:29 | 15.02.2017 | ნანახია [] - ჯერ

ვერატის აგენტი: "მარკო ლამაზი ქალივითაა"

ფრანგული “პარი სენ ჟერმენის” იტალიელი ნახევარმცველი მარკო ვერატი ევროპული კლუბების ინტერესის სფეროშია. აღნიშნული ინფორმაცია 24 წლის ფეხბურთელის აგენტმა, დონატო დი კამპლიმ Premium Sport-თან საუბრისას დაადასტურა.

“ბარსელონა” და “რეალი”? – მარკო იმ ლამაზ ქალს გავს, რომელიც ყველას სურს, მაგრამ მას ეს არ აინტერესებს. იტალიიდანაც გვაქვს შემოთავაზებები, “ინტერი” და “იუვენტუსი” მზად არიან ვერატი გადაიბირონ.

თუმცა, ჩემი კლიენტი პარიზში ბედნიერია და ამჟამად გუნდის შეცვლაზე ნამდვილად არ ფიქრობს”, - დასძინა დი კამპლიმ.

მარკო ვერატი პსჟ-ში 2012 წელს, “პესკარადან” ისე გადავიდა, რომ იტალიის სერია A-ში ნათამაშები არც ჰქონდა. მას მერე, იტალიელმა პარიზელთა ღირსება 194-ჯერ დაიცვა და ხუთი გოლი გაიტანა.

აქვე გეტყვით, რომ მარკო ვერატიმ გუშინ პსჟ-სა და “ბარსელონას” მატჩის დროს ტრავმა მიიღო, რის გამოც შეცვალეს, მაგრამ როგორც თავად ფეხბურთელმა განაცხადა, საშიში არაფერია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.108245