ფეხბურთი

21:18 | 14.02.2017 | ნანახია [] - ჯერ

"ბაიერნს" ალონსო დაუბრუნდა

ესპანელმა ფეხბურთელმა ჩაბი ალონსომ გუნდთან ერთად სრული დატვირთვით ივარჯიშა და 15 თებერვალს ლონდონის "არსენალთან" თამაშს შეძლებს. აღნიშნული ინფორმაცია გერმანული კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.

35 წლის ნახევარმცველმა მცირე ტრავმა გუშინ მიიღო, თუმცა სერიოზული დაზიანება არ აღმოჩნდა და მზადება გააგრძელა. ინგლისურ გუნდთან ჟერომ ბოატენგი და ფრანკ რიბერი ვერ ითამაშებენ. ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის პირველი შეხვედრა "ბაიერნს" და "არსენალს" შორის 15 თებერვალს, "ალიანს არენაზე" თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.158001