ფეხბურთი

16:08 | 14.02.2017 | ნანახია [] - ჯერ

ვეტერანი ქართველი ფეხბურთელები და მაშალახ ახმედოვის საქმე

ბაქოს "ნეფთჩის" ყოფილი თავდამსხმელი, საბჭოეთის დროს აზერბაიჯანის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე მაშალახ ახმედოვი დაპატიმრებული გახლავთ: 8-წლიანი ვადით. ვეტერანი ფეხბურთელები აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილხამ ალიევს წერილს გაუგზავნიან. წერილში იქნება თხოვნა, რომ ახმედოვს სასჯელი შეუმცირონ. წერილს ხელს მოაწერენ ქართველი ვეტერანი ფეხბურთლებიც, მათ შორის, ალექსანდრე ჩივაძე, ვლადიმერ გუცაევი და სხვები...

მაშალახ ახმედოვი ორი თვის წინ, 14 დეკემბერს დააკავეს თაღლითობისთვის. მან აზერბაიჯანის მოქალაქეებს 150 000 მანათი გამოართვა და აღარ დაუბრუნა. 8-წლიანი პატიმრობა კი 30 იანვარს მიუსაჯეს სასამართლოზე. ამან აზერბაიჯანული საფეხბურთო თემის აღშფოთება გამოიწვია - ახმედოვის დანაშაული აშკარაა, მაგრამ ამხელა ვადით პატიმრობას არ იმსახურებსო.

მაშალახ ახმედოვი აზერბაიჯანის ფეხბურთის ფედერაციის რეგიონული განვითარების ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი გახლდათ.

0.120702