ფეხბურთი

13:48 | 14.02.2017 | ნანახია [] - ჯერ

"დინამოში" სერბი მცველი ისინჯება

ახალი სეზონისთვის მზადების პროცესში მყოფ თბილისის "დინამოში" სერბი მცველი სლავკო ლუკიჩი ვარჯიშობს. თბილისური კლუბის ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, 27 წლის მარჯვენაფლანგელი ბელეკში შეკრებაზე მყოფ დინამოელთა რიგებში ისინჯება.

ლუკიჩი "ცრვენა ზვეზდას" სკოლის აღზრდილია, გამოდიოდა სერბულ "სმედერევოში", მაკედონიურ "სუტიესკაში", ალბანურ "ტეუტასა" და "ფლამურტარში". უთამაშია სერბეთის ასაკობრივ ნაკრებებში. სლავკო სავარაუდოდ დღევანდელ ტესტ მატჩში მიიღებს მონაწილეობას, რომელშიც თბილისელები ლუცკის "ვოლინთან" მოსინჯავენ ძალებს. შეხვედრა თბილისის დროით 18:00 საათზეა დანიშნული.

შეგახსენებთ, რომ "დინამოს" ახლახან მთავარი მწვრთნელი შეეცვალა, ვიაჩესლავ გროზნის წასვლის შემდეგ გუნდი კახა კაჭარავამ ჩაიბარა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114197