ფეხბურთი

12:46 | 14.02.2017 | ნანახია [] - ჯერ

რანიერი ცვლილებებს გეგმავს

ინგლისის ჩემპიონი “ლესტერ სიტი” ღრმა კრიზისშია – კლაუდიო რანიერიმ ამასობაში ხმა აიმაღლა და განაცხადა, რომ ასე გაგრძელება არ შეიძლება. მისი თქმით, საზღვარი ყველაფერს აქვს და ცვლილებების დროა.

“ძნელია ცვლილებების განხორციელება მაშინ, როდესაც ზურგს ასეთი შთამბეჭდავი და ბრწყინვალე შედეგი გიმაგრებს. ყოველთვის ვფიქრობდი, რომ ჩემი მოვალეობა იყო მიმეცა ფეხბურთელებისთვის შანსი ერთხელ, ორჯერ, სამჯერ, მაგრამ ეს უკვე მეტისმეტია – ცვლილებების დროა.

ყოველთვის უნდა გვახსოვდეს თუ რა გავაკეთეთ შარშან და ისევ ისეთი, ერთიანი გუნდი გავხდეთ. ფაქტია, რომ რაღაც უნდა მოვიმოქმედოთ, ასე ვეღარ გაგრძელდება”, - აღნიშნა რანიერიმ.

შეგახსენებთ, “ლესტერი”, რომელიც ინგლისის მოქმედი ჩემპიონია, გასავარდნ ზონას მხოლოდ ერთი ქულით უსწრებს და უკვე 5 თამაშია ზედიზედ აგებს. გარდა ამისა, 6 მატჩია, “მელიებს” გოლი არ გაუტანიათ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111713