ფეხბურთი

11:43 | 14.02.2017 | ნანახია [] - ჯერ

რონალდუმ "რეალის" ბოლო ვარჯიში გამოტოვა

მადრიდის “რეალის” შემტევმა კრიშტიანუ რონალდუმ გუნდის ბოლო ვარჯიში გამოტოვა. გამოცემა As-ის ინფორმაციით, 32 წლის პორტუგალიელს ლა ლიგის ბოლო ტურში პამპლონას “ოსასუნასთან” მატჩში ფეხი დაუზიანდა. დიდი ალბათობით, რონალდუ “ნაპოლისთან” მატჩამდე დაგეგმილ ბოლო ვარჯიშში მონაწილეობას მიიღებს, თუმცა, არაა გამორიცხული მას იტალიელებთან მატჩი გაუცდეს.

როგორც ცნობილია, ტრავმით გამოწვეული პაუზის შემდეგ ვარჯიში განაახლა გარეტ ბეილმა, მაგრამ უელსელი ჯერჯერობით ფორმაში არაა და მისი თამაში პირველ მერვედფინალურ მატჩში გამორიცხულია.

შეგახსენებთ, “რეალისა” და “ნაპოლის” შეხვედრა ოთხშაბათს, “სანტიაგო ბერნაბეუზე” გაიმართება.

0.115765