ფეხბურთი

2:07 | 14.02.2017 | ნანახია [] - ჯერ

პრემიერლიგა: “სიტიმ” მეორე ადგილზე გადაინაცვლა

პრემიერლიგის 25-ე ტურის დასკვნითი მატჩი “დინ კურტზე” გაიმართა, სადაც ადგილობრივი “ბორნმუთი” “მანჩესტერ სიტის” დაუხვდა და ორბურთიანი სხვაობით დამარცხდა.

ხოსეპ გვარდიოლას შეგირდები 90 წუთის განმალობაში დიდ უპირატესობას ფლობდნენ და 3 ქულა სრულიად დამსახურებულად მოიპოვეს. “ქალაქელები” ბევრს უტევდნენ, თუმცა შედეგიანი მხოლოდ ორი იერიში გამოდგა: 27-ე წუთზე რაჰიმ სტერლინგმა ახლო მანძილიდან ანგარიში გახსნა, ხოლო 69-ე წუთზე მინსგმა ავტოგოლი გაიტანა – 0:2.

“სიტისთვის” ცუდი ისაა, რომ მე-15 წუთზე გაბრიელ ჟეზუსი დაშავდა, რომელიც სერხიო აგუერომ შეცვალა. თავის მხრივ, პირველ ტაიმში “ბორნმუთს” ორი მოთამაშე: სიმონ ფრანცისი და ჯეკ უილშირი დაემტვრა.

“სიტიმ” ამ გამარჯვებით მე-2 ადგილზე გადაინაცვლა და ლიდერ “ჩელსისთან” სხვაობა 8 ქულამდე შეამცირა. “ბორნმუთი” კი, 26 ქულით მე-14 საფეხურს იკავებს.

ბორნმუთი – მანჩესტერ სიტი 0:2 (0:1)

ბორნმუთი, “დინ კურტი”

ბორნმუთი (4-1-4-1): ბორუცი, ფრანცისი (მინგსი 23), კუკი, ა.სმიტი, დანიელსი, სურმენი, არტერი, უილშირი (აფობი 45+3), აიბი (პუგი 76), ფრეისერი, კინგი.
მწვრთნელი: ედი ჰაუ

მანჩესტერ სიტი (4-1-4-1): კაბალიერო, სტოუნზი, სანია, ფერნანდინიო, კოლაროვი, ტურე (ოტამენდი 70), დე ბრუინი, სილვა, სანე, სტერლინგი (ნოლიტო 92), გაბრიელ ჟეზუსი (აგუერო 15).
მწვრთნელი: ხოსეპ გვარდიოლა

გოლები: 0:1 სტერლინგი (29), 0:2 მინგსი (69)
გაფრთხილებები: ფრეისერი, არტერი – ტურე, სტერლინგი, სანე
მსაჯი: ნილ სვერბრიკი

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112061