ავტოსპორტი

23:52 | 13.02.2017 | ნანახია [] - ჯერ

„რედ ბული“ ახალ ბოლიდს 26 თებერვალს გვიჩვენებს

„რედ ბულ რეისინგი“ თავის ახალ სარბოლო ავტომობილს, RB13-ს წინასასეზონო ტესტების დაწყებამდე ერთი დღით ადრე, 26 თებერვალს გვიჩვენებს. ყველა ელის, რომ მილტონ კინსელთა ახალი ავტომობილი, გუნდის პილოტებს, ავსტრალიელ დანიელ რიკიარდოს და ჰოლანდიელ მაქს ფერსტაპენს, მსოფლიო ჩემპიონობისთვის ბრძოლის საშუალებას მისცემს.

გუნდმა გადაწყვიტა, რომ ტესტებისთვის უკეთ მოსამზადებლად, ბოლომდე გამოიყენოს დარჩენილი დრო. წითელ ხარებს ჯერ დადგენილი არ აქვთ ახალი ბოლიდის პირველი ჩვენების ადგილი. სავარაუდოდ, რეს სილვერსტოუნზე მოხდება. ცნობისათვის, იმავე დღეს, „ტორო როსო“ თავის ახალ ავტომობილს ბარსელონაში გვიჩვენებს.

ახალ სარბოლო ავტომობილს პირველი „ზაუბერი“ ბარსელონაში გვიჩვენებს, რომლის წარდგენა 20 თებერვალს არის დაგეგმილი.

ფ1-ის 2017 წლის ავტომობილების წარდგენები:

20 თებერვალი, „ზაუბერი“ (ბარსელონა)

21 თებერვალი, „რენო“ (ლონდონი)

22 თებერვალი, „ფორს ინდია“ (სილვერსტოუნი)

23 თებერვალი, „მერსედესი“ (სილვერსტოუნი)

24 თებერვალი, „ფერარი“ (ფიორანო)

24 თებერვალი, „მაკლარენი“ (უოკინგი)

26 თებერვალი, „ტორო როსო“ (ბარსელონა)

26 თებერვალი, „რედ ბული“ (ჯერ უცნობია)

ჰაასი

უილიამსი

0.116584