სარეკლამო ადგილი - 3
227 x 91
ავტოსპორტი

23:13 | 13.02.2017 | ნანახია 638 - ჯერ

„მაკლარენის“ ახალ ბოსს ლე მანზე დაბრუნება სურს

„მაკლარენი“ ფორმულა 1-ის ისტორიაში, მეორე ყველაზე წარმატებული გუნდია. ამასთან, თავისი არსებობის განმავლობაში, საკუთარი შესაძლებლობები სხვა პოპულარულ სერიებშიც დაუმტკიცებია, მათ შორის, ლე მანის 24-საათიან რბოლაში. და ახლა, როცა კომპანიას ახალი ხელმძღვანელი ჰყავს, დღის წესრიგში, ამ ლეგენდარულ მარათონულ რბოლაში დაბრუნება დადგა.

„ლე მანზე დაბრუნება ის საკითხია, რომელსაც განვიხილავთ. პირადად მე სიამოვნებით მივიღებდი ამ გადაწყვეტილებას. და მე კომპანიაში ერთადერთი არ ვარ, ვინც ამას ემხრობა“, - ამბობს „მაკლარენის“ ახალი მთავარი აღმასრულებელი ზაკ ბრაუნი.

გადაწყვეტილების მისაღებად, ბრაუნს კომპანიის სხვა შტოების - „მაკლარენ ავტომოტივის“, „სპეშლ ოპერეიშნის“ და „GT რეისინგის“ თანხმობა სჭირდება. პრინციპში, სამივე დაინტერესებული უნდა იყოს ლე მანზე გამოსვლით, თუმცა ამის გამო, მათ საკუთარი ბიუჯეტების კორექტირება მოუწევთ, რაც ადვილი არ იქნება.

რა თქმა უნდა, ჯერ არ4ც ისაა გადაწყვეტილი, თუ რომელ კლასში იასპარეზებს „მაკლარენი“ ლე მანზე დაბრუნების შემთხვევაში. ყველაზე რეალური GTE კლასია, რომელშიც შესაბამისად მომზადებული 650S GT3, ან ახალი 720S-ს სარბოლო ვერსია შეძლებს გამოსვლას. გამოცემა „ავტოსპორტის“ ინფორმაციით, უოკინგელებს ლე მანზე დასაბრუნებლად, MP4-12C GT3-ს მომზადება სურდათ, მაგრამ FIA-ს და ACO-ს (ლე მანის რბოლის ორგანიზატორი) მიერ რეგლამენტის შეცვლის შემდეგ, ეს ავტომობილი გეგმიდან ამოვარდა.

რაც შეეხება ტოპ კლას LMP1-ს, მასზე ბრაუნი ამბობს - „არასდროს თქვა არასდროს“. მაგრამ ეს რთული საქმეა. ახვათა შორის, მსოფლიოში არცერთი კომპანია არ მონაწილეობს ერთდროულად ფ1-სა და ლე მანზე. „მაკლარენმა“ რომ LMP1 გამოსვლა მოისურვოს, ამისათვის დიდი კომპანიის დახმარება დასჭირდება, როგორიც მაგალითად, ფ1-ში „ჰონდაა“.

„მაკლარენმა“ ლე მანზე ბოლოს 1990-იანებში იასპარეზა. კერძოდ, 1995 წელს, „მაკლარენ F1-ის“ (რომელიც ბეემვეს ძრავით იყო აღჭურვილი) ბაზაზე მომზადებულმა GTR ვერსიამ (ფოტოზე), რომელიც GT1 კლასში ასპარეზობდა, უფრო სწრაფ პროტოტიპებთან პაექრობაში გაიმარჯვა. მომდევნო სამ სეზონში, მეოთხე, მეორე და მეოთხე ადგილები დაიკავა. მერე კი „ბეემვემ“ საკუთარი V12 LM პროტოტიპით ასპარეზობა გადაწყვიტა, რამაც უოკინგელებს ლე მანიდან წამოსვლა გადააწყვეტინა.

„მაკლარენის“ ანგარიშზე ფორმულა 1-ში პილოტების 12 და კონსტრუქტორების 8 ტიტულია. გარდა ამისა, ბრიტანულ კომპანიას, რომელიც ახალზელანდელმა ბრიუს მაკლარენმა დააარსა, 1970-იანებში ზედიზედ ხუთჯერ მოიგო კან-ამის სერია და სამჯერ ინდიანაპოლისის 500 მილი.

სარეკლამო ადგილი - 25
710 x 104
Loading...

კომენტარები (10)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
17:53 | 24.02.2017
გ.ი.გ.ზ.ი. (3602)

D

17:43 | 24.02.2017
გ.ი.გ.ზ.ი. (3602)

D

17:41 | 24.02.2017
გ.ი.გ.ზ.ი. (3602)

D

17:40 | 24.02.2017
გ.ი.გ.ზ.ი. (3602)

D

17:40 | 24.02.2017
გ.ი.გ.ზ.ი. (3602)

D

17:40 | 24.02.2017
გ.ი.გ.ზ.ი. (3602)

D

17:40 | 24.02.2017
გ.ი.გ.ზ.ი. (3602)

D

17:39 | 24.02.2017
გ.ი.გ.ზ.ი. (3602)

D

17:36 | 24.02.2017
გ.ი.გ.ზ.ი. (3602)

D

17:36 | 24.02.2017
გ.ი.გ.ზ.ი. (3602)

D

სარეკლამო ადგილი - 7
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 22
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 531
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
120 x 600
0.097987