სარეკლამო ადგილი - 3
227 x 91
თამაშგარე

14:43 | 13.02.2017 | ნანახია 2470 - ჯერ

ლარისა რიკელმე და გაღმაუბნელი მჟავე ვანო

სამწუხაროდ, ცხოვრება ძველებურ ვიდეოკასეტას არ გავს, რომ წლები უკან გადავახვიოთ და წარსული უკან ამ გზით მოვიტოვოთ. ეს ყველაფერი კარგად უწყის ცნობილმა პარაგვაელმა მოდელმა და პარაგვაის საფეხბურთო ნაკრების მზემ და მთვარემ - ლარისა რიკელმემ, მაგრამ თავისას მაინც არ იშლის.

წლების უკან გადახვევაზე რა გითხრათ და, ლარისა თურმე ერთობ საინტერესო ფოტოსესიაში იღებს მონაწილეობას, რომელიც მზის შუქს მიმდინარე წლის მარტში იხილავს. ამ ფოტოსესიაში ეს ჩვენი მრავლისმქმნელი ლარისა თურმე თინეიჯერი გოგოსავით იქნება გამოწკეპილი და ჩაცმული.

როგორც გაღმაუბნელი მჟავე ვანო ვერ გახდება ენცო ბეარზოტი, ისე ლარისასგან ვერ მივიღებთ უბიწო ქალიშვილს, მაგრამ ასეთი ყოფის ქალს ახალგაზრდული სიცქვიტის ამბიცია რომ აქვს – ეს უკვე ნამეტნავად მნიშვნელოვანი ამბავია. ეს მინიმუმ იმას ნიშნავს, რომ ლარისა კიდევ კარგა ხანს არ მოგვასვენებს.

სარეკლამო ადგილი - 25
710 x 104
Loading...

კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
17:39 | 13.02.2017
korben dallas (4635)

ძვირფასო ავტორო. პარაგვაის ნაკრები მონაწილეობდა ზედიზედ ოთხ (1998, 2002, 2006, 2010) მსოფლიოს ჩემპიონატში. აი ბოლო მუნდიალი კი გამოტოვა. ეს ციდან მოვლენილი ნიშანივით უნდა იყოს ჩვენთვის - რომ პარაგვაისთან ერთად მისი თილისმაც მოვისროლოთ მივიწყებულ წაკლათა სანაგვეზე DDDDDDDDD
თან ყველა სტატიაში დაბეჯითებით აღნიშნავ - დაბერდა, დაბერდაო და მიდი მერე... შენი ნება არ არის ? გამოუშვი მოუტ...ავი ვარიები DDDDDDDD

02:31 | 15.02.2017
mushni (66137)

+__+__

14:50 | 13.02.2017
i_KAK_,,Oi'' (1998)

ლარისაჯან

სარეკლამო ადგილი - 7
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 22
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 531
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
120 x 600
0.086441