ფეხბურთი

19:55 | 13.02.2017 | ნანახია [] - ჯერ

მორატა: "იუვენტუსი" მენატრება"

მადრიდის “რეალის” თავდამსხმელმა ალვარო მორატამ იტალიურ მედიასთან საუბარში განაცხადა, რომ იტალია და კერძოდ, “იუვენტუსი” მოენატრა. ესპანელი ფორვარდის თქმით, იგი მზად იყო ტურინში დიდი ხანი ეთამაშა, თუმცა მადრიდის “რეალს” უარი ვერ უთხრა.

“იუვენტუსი” ყოველთვის “იუვენტუსია” და მაქსიმუმისთვის იბრძვის. რაც შეეხება ჩემპიონთა ლიგის ფინალში ტურინელთა წინააღმდეგ თამაშს, სიმართლე გითხრათ, თუ წაგებაა, მირჩევნია “იუვესთან” დავმარცხდეთ, ვიდრე სხვა ნებისმიერი გუნდთან. თუმცა, ახლა მხოლოდ “ნაპოლისთან” თამაშზე ვფიქრობთ, რადგან მათთან ყურადღების მოდუნება არ შეიძლება.

ტურინი ძალიან მენატრება – ბარძალი, ბონუჩი, კიელინი, მარკიზიო, ბუფონი – ისინი ძალიან დამეხმარნენ ადაპტაციაში. “იუვენტუსისთვის” ბოლომდე ვიხარჯებოდი და მზად ვიყავი იქ დიდი ხნით დასარჩენად, მაგრამ “რეალისგან” როცა მივიღე შეთავაზება, ეს სხვა იყო – ის ჩემი სახლია, გუნდი, რომელზეც ბავშვობიდან ვოცნებობდი”, - უთხრა მორატამ Corriere dello sport-ს.

შეგახსენებთ, ალვარო მორატა “იუვენტუსში” 2014-2016 წლებში თამაშობდა და გუნდის ერთ-ერთი ლიდერიც იყო. “რეალს” კი ორწლიანი პაუზის შემდგომ გასულ ზაფხულს დაუბრუნდა.

0.110671