ფეხბურთი

10:23 | 13.02.2017 | ნანახია [] - ჯერ

ინგლისის ჩემპიონის ანტირეკორდი

ვეღარც ჯეიმი ვარდი დანავარდობს, ვეღარც რიად მაჰრეზი მაჰრეზობს და ვეღარ “ლესტერი” ლესტერობს – გასული სეზონის ტრიუმფატორი და უდიდესი სენსაციის ავტორი, მიმდინარე სეზონს კატასტროფულად ატარებს და ანტირეკორდებს ამყარებს.

ამჯერად, “ლესტერი” გახდა ინგლისის მოქმედი ჩემპიონის რანგში პირველი გუნდი, რომელმაც ზედიზედ ხუთი თამაში წააგო. გარდა ამისა, ტოპ 5 ჩემპიონატში ასევე პირველი ჩემპიონი გუნდია, რომელმაც გოლის გატანა მიჯრით 6 ტურის განმავლობაში ვერ მოახერხა.

ბოლოს “ლესტერმა” გოლი “ვესტ ჰემთან” (1:0) მატჩში გაიტანა და მას შემდგომ 610 წუთია მეტოქის კარს გასაღები ვერ მოარგო.

ამასობაში, კლაუდიო რანიერის გუნდი გასავარდნ ზონას ერთადერთი ქულით და ამდენივე პოზიციით უსწრებს. სხვათა შორის, ინგლისურ ფეხბურთში აქამდე ერთხელ იყო შემთხვევა, როდესაც მოქმედი ჩემპიონი გავარდა – 1937-1938 წლებში “მანჩესტერ სიტი” ჩემპიონი გახდა, მაგრამ 12 თვის მერე ქვედალიგაში დაქვეითდა.

თეგებილესტერი
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109012