ფეხბურთი

18:49 | 12.02.2017 | ნანახია [] - ჯერ

"სიტი" მზადაა დიბალას სანაცვლოდ 25.5 მილიონი გადაიხადოს

არგენტინის ეროვნული ნაკრების და ტურინის "იუვენტუსის" შემტევი პაულო დიბალა შესაძლოა "მანჩესტერ სიტიში" ვიხილოთ. როგორც Mirror-ი იუწყება, იტალიური გრანდის ხელმძღვანელობა მზადაა ფეხბურთელი გაყიდოს თუ სარფიან წინადადებას მიიღებს.

დიბალას კლუბთან კონტრაქტი 2020 წლის ივლისამდე აქვს გაფორმებული და მისი გამოსასყიდი თანხა 38.3 მილიონი გირვანქა სტერლინგია, "ქალაქელები" კი მზად არიან ფეხბურთელის სანაცვლოდ 25.5 მილიონი გირვანქა გადაიხადონ. ინგლისური მედიის ინფორმაციით, კლუბებს შორის მოლაპარაკება უახლოეს მომავალში დაიწყება.

დიბალამ მიმდინარე სეზონში 23 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 8 გოლი და 6 საგოლე გადაცემა შეასრულა. სულ კი "იუვენტუსის" რიგებში მოთამაშემ 69 შეხვედრა ჩაატარა და 31 გოლი გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114568