ფეხბურთი

10:41 | 12.02.2017 | ნანახია [] - ჯერ

სერხიო რამოსის 500

სერხიო რამოსმა “რეალის” შემადგენლობაში საიუბილეო, მე-500 მატჩი ჩაატარა. აღნიშნულ ციფრს, ესპანელმა მცველმა გუშინ, “ოსასუნასთან” მატჩში უწია (3:1). რამოსი ამჟამად, “სამეფო გუნდის” ყველაზე სტაჟიან ფეხბურთელთა ჩამონათვლაში მე-12 ადგილს იკავებს.

სერხიო რამოსი “რეალში” 2005 წელს, “სევილიადან” 19 წლის ასაკში გადავიდა და გახდა პირველი ესპანელი ფეხბურთელი, რომელიც ფლორენტინო პერესმა პრეზიდენტის რანგში შეიძინა.

მას მერე, ხსენებულ 500 შეხვედრაში სერხიომ 66 გოლი გაიტანა, აქედან 43 – თავით. საგულისხმოა, რომ პირინელი ფეხბურთელი ლა ლიგაში ზედიზედ თორმეტი სეზონია მინიმუმ ერთ გოლს მაინც იტანს.

გარდა ამისა, მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირის ჩათვლით 8 გოლი აქვს გატანილი და მასზე მხოლოდ ერთი ბურთით მეტი აქვთ გატანილი “ბარსელონას” თავდამსხმელ ნეიმარს და “ატლეტიკოს” ფორვარდ კევინ გამეიროს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109867