ფეხბურთი

20:00 | 12.02.2017 | ნანახია 600 - ჯერ

ჩემპიონთა ლიგა: "ლევერკუზენი" VS "ატლეტიკო"

WORLDSPORT.GE აგრძელებს უეფას ჩემპიონთა ლიგის შესახებ საუბარს და მერვედფინალური წყვილების წარდგენას.

ამჯერად უკვე ლევერკუზენის “ბაიერისა” და მადრიდის “ატლეტიკოს” შესახებ ვისაუბრებთ. აქვე გეტყვით, რომ უფრო დაწვრილებით აღნიშნული თამაშის ირგვლივ 21 თებერვალს, ანუ, თამაშის დღეს ვისაუბრებთ.

მანამდე კი, “ლევერკუზენი” – “ატლეტიკო” - საინტერესო ფაქტები, ურთიერთშეხვედრები, სტატისტიკა, ფეხბურთელთა და მწვრთნელთა გზაჯვარედინი...

“ლევერკუზენს” შანსი აქვს შური იძიოს – ორი წლის წინ, ამავე ეტაპზე “ატლეტიკო” უფრო ძლიერი გამოდგა და გერმანული გუნდი გათამაშებას გამოთიშა.

ურთიერთშეხვედრები

2014-2015 წლების სეზონის პირველ მერბედფინალურ მატჩი “ბაი არენაზე” მასპინძლებმა ჰაკან ჩალჰანოღლუს გოლით მოიგეს.

2015 წლის 25 თებერვალს, გუნდებმა შემდეგი შემადგენლობით ითამაშეს:

“ლევერკუზენი”: ლენო, ჰილბერტი, პაპადოპულოსი, სპაჰიჩი, ვენდელი, ბენდერი (როლფესი 68), კასტრო, ბელარაბი, ჩალჰანოღლუ (ბრანდტი 87), სონი, დრმიჩი (კისლინგი 80)

“ატლეტიკო”: მოია, ხუანფრანი, მირანდა, გოდინი, სიკეირა (გამესი 38), არდა (ტორესი 64), გაბი, ტიაგო, ნიგეზი (რაულ გარსია 42), მანჯუკიჩი, გრიზმანი

საპასუხო თამაში უკვე “ატლეტიკომ” მოიგო 1:0 მარიო სუარესის გოლით. გამარჯვებული კი, პენალტების სერიაში გამოვლინდა და ის “ატლეტიკო” გამოდგა – სტუმართანა ტოპრაკმა, ჩალჰანოღლუმ და კისლინგმა ვერ გაიტანეს პენალტები. გადამწყვეტი თერთმეტრიანი კი, ფერნანდო ტორესმა გაიტანა.

2015 წლის 17 მარტს, გუნდები მოედანზე ასეთი შემადგენლობით იყვნენ:

“ატლეტიკო”: მოია (ობლაკი 23), ხუანფრანი, ხიმენესი, მირანდა, გამესი, არდა, მარიო სუარესი, კოკე, კანი (რაულ გარსია), გრიზმანი, მანჯუკიჩი (ტორესი 83)

“ლევერკუზენი”: ლენო, ჰილბერტი, ტოპრაკი, სპაჰიჩი, ვენდელი, ბენდერი (პაპადოპულოსი 104), კასტრო, ბელარაბი, ჩალჰანოღლუ, სონი (როლფესი 77), დრმიჩი (კისლინგი 69)

გარდა აღნიშნული ორი მატჩისა, “ატლეტიკოსა” და “ლევერკუზენის” დაპირისპირება კიდევ ორ მატჩს ითვლის – 2010-2011 წლების სეზონში, ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე. ორივე მატჩი ფრედ, 1:1 დასრულდა. პირველ მატჩში სიმაომ და ერენ დერდიოკმა გაიტანეს, ხოლო გერმანიაში გოლები პატრიკ ჰელმესმა და ფრან მერიდამ გამოიჩინეს თავი.

მაშინ ჯგუფური ეტაპი იუპ ჰაინკესის “ბაიერმა” მოიგო, ხოლო კიკე სანჩეს ფლორესის დამოძღვრილი “ატლეტიკო” ჯგუფში ჩარჩა სწორედ გერმანიაში ნათამაშები ფრის წყალობით.

იმ დღეს, გუნდებმა ასეთი შემადგენლობით ითამაშეს:

“ლევერკუზენი”: გიფერი, ვიდა, შვააბი, ჰიიპია, კასტრო (და კოსტა 46), ბენდერი (ვიდალი 88), ბალიტში, კაპლანი, რენატო აუგუსტო (კისლინგი 46), იორგენსენი, ჰელმესი

“ატლეტიკო”: დე ხეა, ვალერა, პერეა, ალვარო დომინგესი, ფილიპე ლუისი, ასუნსაო, მარიო სუარესი (ტიაგო 84), რაულ გარსია, სიმაო (მერიდა 71), ფორლანი (დიეგო კოშტა 67), აგუერო

როგორც ხედავთ, 4 თამაში და სრული თანაფარდობა: თითო მოგება-წაგება, 2 ფრე და 3:3-ზე ბურთების შეფარდება.

ფაქტები, სტატისტიკა

“ლევერკუზენი”

“ლევერკუზენი” პლეი-ოფში მეორე ადგილით გავიდა. აღსანიშნავია, რომ “ფარმაცევეტებს” მერვედფინალური ბარიერი არასდროს გადაულახავთ: 20024-2005 მარცხი “ლივერპულთან” (1:3, 1:3). 2011-2012 მარცხი “ბარსელონასთან” (1:3, 1:7), 2013-2014 მარცხი პსჟ-სთან 0:4, 1:2 და 2014-2015 მარცხი “ატლეტიკოსთან” პენალტების სერიაში (“ლევერკუზენი” 2001-2002 წლების სეზონში ფინალში გავიდა, მაგრამ მაშინჩემპიონთა ლიგაზე პლეი-ოფის სისტემა მეოთხედფინალიდან იწყებოდა).

მიმდინარე სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე “ბაიერმა” ერთი მატჩი მოიგო საკუთარ მოედანზე და ორჯერ ფრე ითამაშა. საერთოდ კი, ევროტურნირებზე სახლში უკვე ათი თამაშია არ წაუგია (5 მოგება, 5 ფრე). “ბოლოს “ბაი არენაზე” სტუმარმა გუნდმა 2014 წლის 26 ნოემბერს მოიგო (“მონაკომ” 1:0).

შარშან “ლევერკუზენს” ესპანურ გუნდებთან თამაში ორჯერ მოუწია – ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე “ბარსელონასთან” (1:2, 1:1) და ევროპა ლიგის მერვედფინალში (0:2, 0:0).

მთლიანობაში “ლევერკუზენის” შედეგი ესპანურ გუნდებთან გერმანიაში ასეთია: 7 მოგება, 5 ფრე, 6 წაგება. აღსანიშნავია, რომ ბოლო ექვსი საპლეი-ოფი თამაში “ბაიერს” ესპანელებთან წაგებული აქვს. ბოლოს გერმანულმა გუნდმა პირინელები პლეი-ოფში 1998 წელს დაამარცხეს (“ესპანიოლი” პენალტების სერიაში).

“ატლეტიკო”

შარშან “ატლეტიკო” ფინალამდე მივიდა და იქ თანაქალაქელ “რეალთან” წააგო პენალტების სერიაში.

“როხიბლანკო” მეოთხეფინალში გასვლას მეცხრედ ეცდება. აღსანიშნავია, რომ დიეგო სიმეონეს გუნდმა ბოლო ორ მერვედფინალი პენალტების სერიით მოიგო (შარშანწინ “ლევერკუზენთან” და შარშან პსვ-სთან) – ეს კი, მანამდე ვერავის მოეხერხებინა.

ჯგუფურ ეტაპზე სტუმრად “ატლეტიკომ” პსვ და “როსტოვი” 1:0 დაამარცხა, ხოლო იმავე ანგარიშით “ბაიერნთან” წააგო.

“ატლეტიკოს” გერმანიაში ბოლო სამი თამაში წაგებული აქვს. ისე კი, ალემანებთან სტუმრად შემდეგნაირად თამაშობს: 18 მატჩი, 5 მოგება, 3 ფრე, 10 წაგება. მთლიანობაში: 38 თამაში, 18 მოგება, 6 ფრე, 14 წაგება.

დიეგო გოდინი, კოკე, ფილიპე ლუისი და ტიაგო მოედანზე იყვნენ, როდესაც “ატლეტიკომ” ბოლოს გერმანიაში მოიგო. ეს 2011-2012 წლების ევროპა ლიგის მეოთხედფინალში მოხდა. მაშინ, “როხიბლანკომ” “ჰანოვერი” 2:1 დაამარცხა.

2013 წლის სექტემბრიდან მოყოლებული ესპანურმა გუნდმა ჩემპიონთა ლიგაზე 20 გასვლითი თამაში ჩაატარა და მათგან 9 მოიგო, ხოლო ხუთჯერ ფრეს დასჯერდა.

“ატლეტიკოს” გერმანული გუნდების წინააღმდეგ ბოლო შვიდი საპლეი-ოფო დაპირისპირება მოგებული აქვს. ბოლოს მადრიდელებს ხელი შორეულ 1980 წელს მოეცარათ, როცა დრეზდენის “დინამოსთან” ვერაფერს გახდნენ უეფას თასზე.

“ატლეტიკოს” 1974 წელს, ჩემპიონთა თასის ფინალი გერმანულ “ბაიერნთან” აქვს წაგებული გადათამაშებაში – 0:4.

გზაჯვარედინი: მწვრთნელები და ფეხბურთელები

ხავიერ ერნადესმა “რეალის” მაისურით 2015 წელს მეოთხედფინალში “ატლეტიკოს” გაუტანა და ამ გოლით “სამეფო კლუბი” შემდეგ ეტაპზე გავიდა.

მექსიკელმა ასევე გაიტანა ნაკრებში, ხორვატიის ნაკრების კარში. ბალკანელთა რიგებში მაშინ სიმე ვრსალიკო თამაშობდა (2014 წლის მუნდიალი).

იმავე ვრსალიკოს ხორვატიას თურქმა ჰაკან ჩალჰანოღლუმაც გაუტანა.

დიეგო გოდინმა კი, ჩიჩარიტოს მექსიკას კარი დალაშქრა 2016 წლის კოპა ამერიკაზე.

დიეგო სიმეონე “ლევერკუზენს” ორჯერ დაუპირისპირდა ფეხბურთელობისას: 1999-2000 წლების სეზონში რომის “ლაციოს” რიგებში “ჩოლო” როჯერ დაუზავდა “ბაიერს” (1:1, 1:1).

ფილიპე ლუისის ბრაზილიას 2014 წელს ალექსანდრ დრაგოვიჩმა გოლი გაუტანა.

ანტუან გრიზმანმა ევრო 2016-ის ნახევარფინალში დუბლი შეასრულა გერმანიის ნაკრებთან, რომლის სათადარიგო სკამზე იყვნენ ჯონათან ტაჰი და ბერნდ ლენო.

ერთად უთამაშიათ

ტინ იედვაი და სიმე ვრსალიკო (ხორვატიის ნაკრები)

იან ობლაკი და კევინ კამპლი (სლოვენიის ნაკრები)

“ლევერკუზენი” – “ატლეტიკო”

21 თებერვალი, 23:45 საათი

ლევერკუზენი, “ბაი არენა”

სარეკლამო ადგილი - 25
710 x 104
Loading...

კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
სტატისტიკა
0.194252