ფეხბურთი

15:00 | 12.02.2017 | ნანახია [] - ჯერ

მარიოს ფრანგული იდილია ხანმოკლე აღმოჩნდა

მარიო ბალოტელის ფრანგული იდილია როგორც ჩანს, მხოლოდ 6 თვე გაგრძელდა. ფაქტია, რომ სუპერმარიო ლიგა 1-ის ბოლო ტურში “ნიცას” სასტარტო შემადგენლობაში ვერ მოხვდა და ვერც დღეს, “რენის” წინააღმდეგ ითამაშებს, რადგან სამატჩო განაცხადში საერთოდ არ შეუყვანიათ.

ფრანგული გუნდის თავკაცი ლუსიენ ფავრი ბალოტელის თემას გვერდს უვლის:

“ყოველ თამაშზე საუკეთესო შემადგენლობას ვაყანებ და მხოლოდ ბალოტელის შესახებ საუბარი არ მსურს”, - მიუგო ფავრმა ფრანგულ მედიას.

მარიო ბალოტელის “ნიცას” მაისურით 13 მატჩში 9 გოლი აქვს გატანილი, მაგრამ როგორც აღმოჩნდა ეს არ კმარა. ვნახოთ, შეძლებს თუ არა, ჭირვეული იტალიელი სეზონის დარჩენილ ნაწილში მაინც კრიტიკოსების გაჩუმებას...

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11013