ფეხბურთი

0:51 | 12.02.2017 | ნანახია [] - ჯერ

ფუტსალის ლიგა 2016/17: პლეი-ოფისთვის ბრძოლა კიდევ უფრო დაიძაბა

10 თებერვალს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გამართული საქართველოს ფუტსალის ლიგის VII ტური, მიმდინარე გათამაშებაში უდაოდ ყველაზე გამორჩეული და საინტერესო გამოდგა. საპლეიოფო ზონაში მოსახვედრად, საჭირო ქულების მოპოვების აუცილებლობა გუნდებს დამატებით მოტივაციას მატებდა, რამაც მატჩებს შესაბამისი დაძაბულობა შესძინა. სათამაშო დღის ნამდვილ გვირგვინად, როგორც მოსალოდნელი იყო კიდეც, ორი ფავორიტის დაპირისპირება იქცა.

ტური თბილისი ვარიორსისა და მფკ თბილისის მატჩით დაიწყო. ამ ტურამდე ორივე მათგანს 6-6 ქულა ქონდა და იმისათვის, რომ საუკეთესო ოთხეულისთვის ბრძოლას არ ჩამორჩენოდნენ, სამი ქულა ორივეს ჰაერივით ესაჭიროებოდა. შეხვედრამ პრინციპულობა და დაძაბულობა მხოლოდ მატჩის პირველ ტაიმში შეინარჩუნა და საბოლოოდ თბილისის ფეხბურთელებმა 7-1 სძლიეს მეტოქე.

სენსაციური შედეგით დასრულდა ტურის მომდევნო შეხვედრა, რომელშიც ერთმანეთს ამ ტურამდე უქულოდ მყოფი იბსუ და გათამაშების ერთ-ერთი აღმოჩენა, მფკ აგორა დაუპირისპირდნენ. მატჩი საკმაოდ საინტერესოდ და დრამატულად წარიმართა. ალიკ სარქისიანის გაწვრთნილი „სტუდენტები“ საკმაოდ ახლოს იყვნენ სამი ქულის მოპოვებასთან. 29-ე წუთზე იბსუს ფეხბურთელები 4-1 იგებდნენ, თუმცა ზუსტად 9 წუთში აგორამ შეძლო ანგარიშის გათანაბრება, რასაც, შეხვედრის დასრულებმადე 35 წამით „სტუდენტების“ კიდევ ერთი გატანილი გოლი მოყვა და თითქოს ყველაფერი გაირკვა კიდეც, მაგრამ სამი წამით ადრე წინწკალაძის შეგირდებმა სასაწაულებრივად შეძლეს ზედიზედ მეორე მარცხისგან თავის დაღწევა - 5-5. იბსუს პირველი და სენსაციური ქულა მიმდინარე გათამაშებაში.

საკმაოდ დაძაბული და საინტერესო გამოდგა მფკ მგლებისა და დინამო ბათუმის დაპირისპირება. წინა ტურში, მგლებმა ბათუმში ადგილობრივ სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდს სძლიეს და ზედიზედ მეორე „აჭარულ გამოწვევასაც“ ღირსეულად გაართვეს თავი. პირველ ტაიმში მოპოვებული სამ ბურთიანი უპირატესობა, მეორე ნახევარში დიდი ბრძოლის შედეგად სამ ქულაში გარდასახეს და პირველად, ზედიზედ მეორე მოგება იზეიმეს - 3-2. „დინამოელებმა“ კი მოგებათა ხანგრძლივი სერია შეწყვიტეს და მნიშვნელოვანი ქულები დაკარგეს, თუმცა ჯერ-ჯერობით ოთხეულში აგორასთან ერთად იყოფენ III-IV ადგილებს. მათი და აგორას წაფორხილებით კი სხვა გუნდები მიუახლოვდნენ საპლეიოფო ზონას, რაც ჩემპიონატის ინტრიგას და დაძაბულობას კიდევ უფრო ზრდის.

შედარებით უინტერესოდ წარიმართა აფხაზეთის და ბსუ-ს დაპირისპირება, სადაც მატჩის ბედი პირველივე ტაიმში გადაწყდა, რა დროსაც აფახზეთს ფეხბურთელებმა ხუთი უპასუხო გოლის გატანა შეძლეს. საბოლოოდ 8-1 აფხაზეთის სასარგებლოდ, რამაც მათი სატურნირო მდგომარეობა მნიშვნელოვნად გააუმჯობესა, განსხვავებით მათი მეტოქისგან - „ბათუმელ სტუდენტებს“ „სეზონის სიურპრიზის“ სტატუსი, აუტსაიდერის სტატუსით ჩაუნაცვლდათ.

ტურის დასკვნითმა შეხვედრამ, რომელშიც ერთმანეთს გათამაშების ორი ფავორიტი, მფკ ტატიშვილი და სტუ-თელასი დაუპირისპირდნენ, გულშემატკივართა მოლოდინი 100% გაამართლა. ამ ტურამდე „მედიკოსები“ უდანაკარგოდ ლიდერობდნენ სატურნირო ცხრილში, „ენერეგტიკოსები“ კი მხოლოდ ორი ქულით ჩამორჩებოდნენ მეტოქეს. შეხვედრას ინტრიგას ისიც მატებდა, რომ ეროვნული ნაკრების ძირითადი ბირთვი, სწორედ ამ ორ გუნდშია გადანაწილებული. მატჩი წუთიერი დუმილით დაიწყო - გუნდებმა და გულშემატკივრებმა, მოულოდნელად გარდაცვლილი სფფ-ს უსაფრთხოების სამსახურის უფროსის, ლევან თოფურიას ხსოვნას მიაგეს პატივი.

შეხვედრა პირველივე წუთებიდან საინტერესოდ წარიმართა და 40 წუთის განმავლობაში ტრიბუნაზე შეკრებილმა გულშემატკივარმა, კარგი სანახაობა იხილა. მიუხედავად არაერთი მცდელობისა, ანგარიში მატჩის მე-16 წუთზე თელასის ფეხბურთელებმა გახსნეს - „ენერგეტიკოსების“ მოთამაშე მწვრთნელის ავთანდილ ასათიანის ზუსტი გადაცემა, კარლო წვერავამ აქცია გოლად. ორ წუთში „მედიკოსებმა“ მეტოქის მეკარის შეცდომით ისარგებლეს და მალხაზ მურცხვალაძემ სტატუსკვო აღადგინა. საბოლოოდ ტაიმი ასეც დასრულდა. მთავარი მოვლენები კი მეორე ნახევრის ბოლო ათ წუთში განვითარდა. 33-ე წუთზე ჯერ გიორგი თოთლაძემ დააწინაურა ტატიშვილი, რასაც ერთ წუთში ლაშა სიგუნავას გოლი მოყვა და თითქოს ორ ბურთიანი სხვაობა საკმარისი უნდა ყოფილიყო მორიგი გამარჯვების მოსაპოვებლად, მაგრამ ასე არ ფიქრობდნენ თელასის ბანაკში. „ენერგეტიკოსებმა“ ხუთი-ოთხზე შეუტიეს და ერთი შეხედვით შეუძლებელიც შეძლეს - 39-ე წუთზე კახა მაისაიამ შეამცირა სხვაობა, ხოლო მატჩის დასრულებამდე 54 წამით ადრე კარლო წვერავამ საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 3-3. ორივე შემთხვევაში საგოლე გადაცემა ავთანდილ ასათიანის ანგარიშზეა. „ტატიშვილმა“ პირველი ქულები დაკარგა, თუმცა ორ ქულიანი უპირატესობა შეინარჩუნა და ერთპიროვნულად ლიდერობს სატურნირო ცხრილს.

10.02.2017. თბილისის ოლიმპიური სასახლე. VII ტური

მფკ თბილისი ვარიორსი - მფკ თბილისი 1-7 (1-2)

გოლები : 03:58’ ჩერნიშოვი (ს.კ) (0-1), 18:53’ ალფონსე ები (1-1), 19:58’ მარუაშვილი (10მ) (1-2), 27:05’ მარუაშვილი (1-3), 28:33’ მხითარიანი (1-4), 35:24’ ფურცელაძე (1-5), 38:59’ ბიწაძე (1-6), 39:40’ ფურცელაძე (1-7)

გაფრთხილება: 11:49’ ფიჩხაძე (ვარ), 16:03’ ჩერნიშოვი (ვარ), 18:08’ ჭელიძე (თბ), 18:08’ ალფონსე ები (ვარ)

გაძევება: 39:31’ ალფონსე ები (ვარ)

მფკ იბსუ - მფკ აგორა 5-5 (1-1)

გოლები: 07:24’ დაჩანიძე (0-1), 09:50’ მამაცაშვილი (1-1), 24:48’ ჩიმაკაძე (1-2), 28:30’ მაისურაძე (1-3), 28:49’ მაისურაძე (1-4), 35:05’ ალავიძე (2-4), 36:05’ ალავიძე (3-4), 37:29’ ალავიძე (4-4), 39:25’ ბ.მამაგულაშვილი (5-4), 39:57’ ნინოშვილი (5-5)

გაფრთხილება: 04:34’ ი.მამაგულაშვილი (იბსუ), 09:07’ მამაცაშვილი (იბსუ), 13:20’ კვალიაშვილი (აგო), 25:24’ გეგეშიძე (აგო), 38:14’ ალავიძე (აგო)

მფკ მგლები - მფკ დინამო (ბთ) 3-2 (3-0)

გოლები: 09:37’ გიორგაძე (1-0), 10:32’ მაჭარაშვილი (2-0), 13:13’ გიორგაძე (3-0), 33:58’ შამილაძე (3-1), 36:57’ გალოიანი (3-2)

გაფრთხილება: 34:28’ ბროლაძე (დინ), 37:38’ მელანაშვილი (მგლ)

მფკ აფხაზეთი - მფკ ბსუ (ბთ) 8-1 (5-0)

გოლები: 01:34’ კორღალიძე (1-0), 01:47’ ქეშელაშვილი (2-0), 03:13’ კორღალიძე (3-0), 09:00’ ხარაიშვილი (4-0), 14:09’ ახალაია (5-0), 23:20’ ჯალაღანია (5-1), 23:36’ ახალაია (6-1), 33:35’ კორღალიძე (7-1), 39:52’ კვარაცხელია (8-1)

გაფრთხილება: 01:56’ მამულაძე (ბსუ)

მფკ ტატიშვილი - მფკ სტუ-თელასი 3-3 (1-1)

გოლები: 15:50’ წვერავა (0-1), 17:29’ მურცხვალაძე (1-1), 32:36’ თოთლაძე (2-1), 33:10’ სიგუნავა (3-1), 38:25’ მაისაია (3-2), 39:06’ წვერავა (3-3)

გაფრთხილება: 16:22’ სოზაშვილი (თელ), 32:50’ კობაიძე (ტატ)

ბომბარდირები: ლაშა სიგუნავა (ტატიშვილი), სერგი მაჭარაშვილი (მგლები) – 15, აჰი ალფონსე ები (ვარიორსი) – 12, მელტონ ახალაია (აფხაზეთი), შოთა თოფურია (თელასი) – 10

მომდევნო, VIII ტურის შეხვედრები 16 თებერვალს გაიმართება, რომელსაც ტრადიციულად თბილისის ოლიმპიური სასახლე უმასპინძლებს.

ჩემპიონატის პარტნიორები და მხარდამჭერები არიან: სილკ უნივერსალი, სპორტული ბრენდი „SALLER”, “წყალი მარგებელი“, იურიდიული ჯგუფიერისთავი და პარტნიორები“, „ტატიშვილის სამედიცინო და სპორტული რეაბილიტაციის ცენტრი

მედია პარტნიორები: რადიოები, “თანამგზავრი 92,3“, „იმედი“, JAKO FM, „კომერსანტი“, ვებ პორტალები, sportall.ge, worldsport.ge, sportstar.ge, adjarasport.com, mysports.ge, geosports.ge, გაზეთილელოდა სპორტული ჟურნალიათიანი“.

სპორტული სააგენტო SBM-ის პრესსამსახური / sbm.ge

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.157447