ფეხბურთი

23:05 | 11.02.2017 | ნანახია [] - ჯერ

"ურალში" ტაბიძის დებიუტი შედგა

20 წლის ქართველ მცველ ჯიმი ტაბიძეს დებიუტი ჰქონდა ეკატერინბურგის "ურალში". მისმა გუნდმა რუსეთის თასზე სტუმრად 3:1 სძლია სანკტ-პეტერბურგის "ზენიტი-2"-ს. ტაბიძე სასტარტოში გახლდათ და შეუცვლელადაც ითამაშა. როგორც უკვე ვწერდით, ბელგიურმა "გენტმა" ჯიმი ივნისამდე გაანათხოვრა "ურალში".

აღნიშნულ მატჩში "ურალის" ძირითადში იყო ფლანგელი ნახევარმცველი რევაზ ღავთაძეც, რომელიც ასევე 20 წლისაა და რუსეთის მოქალაქეობა აქვს. ღავთაძეზე ადრეც დაგვიწერია: კარგა ხანია, "ურალშია", ჯერ ასაკობრივ გუნდში იყო, ახლა კი ძირითად გუნდშია.

რაც შეეხება გიორგი ჭანტურიას, რეაბილიტაციის კურსს გადის და დაახლოებით სამი თვე კიდევ ვერ ითამაშებს.

0.119827